"მე და სამარადჟამოდ ორსული ხატია.... რა დაგაკელი შვილო?!!!"- გურამ შეროზიას შვილს დაბადება "ეზარება"
"მე და სამარადჟამოდ ორსული ხატია.... რა დაგაკელი შვილო?!!!"- გურამ შეროზიას შვილს დაბადება "ეზარება"
გურამ შეროზიას შვილი ჯერ-ჯერობით დაბადებას არ ფიქრობს. აღნიშნული ფაქტი ბლოგერისთვის უკვე სახუმარო თემად იქცა.
"წლები გაივლიან...

ნუკი კოშკელიშვილი კიდევ ხუთ შვილს გააჩენს, ელტონ ჯონი კიდევ სამს აიყვანს, სურამელას შვილიშვილებს შვილთაშვილები შეეძინებათ...
...
საქართველო კიდევ ოთხ პრეზიდენტს მოიცვლის, ლალი მოროშკინაც მორიგ ოთხ პრეზიდენტს და მსოფლიო ჩემპიონს, ვირი ხეზე ავა, ეკა ბესელია ინგლისურს ისწავლის, მწყერი ხეზე შეჯდება, მამაოები ჰონდა ფიტებს იყიდიან, ფემინისტებიც "დათხოვდებიან" და ლობიოს ამოურევენ ...

და მაინც: მე და სამარადჟამოდ ორსული ხატია ისევ - კვლავინდებურად ამ გოგოს მოლოდინში ვიქნებით და უფრო და უფრო გაბერილი ფოტოების დადებით შევიქცევთ თავს.

რა დაგაკელი შვილო?!!!
ანუ, კვირის ბოლოც მოვიდა და მაინც, არსაიდან ხმა, არსით ძახილი."- წერს გურამ შეროზია

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები