რატომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში 40 წლის იუბილის აღნიშვნა?
რატომ  არ  შეიძლება  არავითარ  შემთხვევაში  40  წლის  იუბილის  აღნიშვნა?
გამოცდილ ეზოთერიკოსი, ქალბატონ ნარგიზა, ხალხში გავრცელებული შეხედულებების შესახებ საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია გვაწვდის:
შეხედულება რომ საათის გაჩუქება არ ვარგა ჩინეთში წარმოიშვა, სადაც მიაჩნიათ, რომ საათის ჩუქება დაკრძალვაზე დაპატიჟებას ნიშნავს. საათი, ანუ დროის მაჩვენებელი ნივთი, შეიძლება, სიკვდილის ათვლის წერტილად იქცეს ან მეგობრები დააშოროს ერთმანეთს. თუ საჩუქრად საათი მიიღეთ და მჩუქებელმა ამის შესახებ არ იცის, სანაცვლოდ მას ხურდა ფული მიეცით – ამგვარად, გამოვა, რომ თქვენ საათი კი არ გაჩუქეს, არამედ, შეიძინეთ.

ასევე, წინაპრებისგან ვიცით, რომ 40 წლის იუბილის აღნიშვნა არ შეიძლება, განსაკუთრებით – მამაკაცებისთვის, რადგან ციფრი 40 სიკვდილთან ასოცირდება. ჩვენ გარდაცვლილისთვის მე-40 დღის აღნიშვნა ვიცით. ამიტომ, მიჩნეულია, რომ, ვინც იუბილის 40 წლისთავს აღნიშნავს, ის პატივს არ სცემს გარდაცვლილებს და საკუთარ თავს უბედურებებისთვის წირავს.
......
ის, რომ მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გატანა არ შეიძლება, ასევე საუკუნეების წინ ჩამოყალიბებული მოსაზრებაა და კეთილ და ბოროტ სულებს უკავშირდება. თუ გსურთ, სახლში კეთილი სულები შემოვიდნენ, მათ დასახვედრად ყოველივე უწმინდური, ამ შემთხვევაში – ნაგავი, მზის ჩასვლამდე უნდა გაიტანოთ. ვინც ვერ მოასწრო,
ჯობია, ნაგავი მეორე დილით გაიტანოს.

რაც შეეხება ფოტოს დახევას, ახლა ფოტსურათებს იშვიათად ბეჭდავენ, მაგრამ, მაინც გაითვალისწინეთ, რომ მათი დახევა ავადმყოფობასა და უბედურებას მოასწავებს, რადგან, ძველად მიაჩნდათ, რომ ფოტოში ადამიანის აურა იყო დაფიქსირებული, მისი დახევით კი ირღვეოდა აურა და, ადამიანს რაღაც უბედურება დაემართებოდა. ფოტოს დაწვა ამ შემთხვევაში უპრიანია – აურა არ ზიანდება.

გავრცელებული მოსაზრებით, დახურულ სივრცეში სტვენა ბარაქის გაფლანგვას მოასწავებს. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სტვენა სიმყუდროვის დარღვევად ითვლება, თანამედროვე კულტურაში – ცუდ ტონად, ძველად კი მიაჩნდათ, რომ სტვენით ადამიანი თავს რაღაც უბედურებას დამართებდა; თუმცა, თუ ადამიანი მთელი დღე უსტვენს და არაფერს აკეთებს, არც ფული ექნება. ამიტომ, სტვენას შრომა ჯობია და ეს მინიშნებაც, შესაძლოა, ამიტომ გაჩნდა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები