ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი და ლიონელ მესი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი და ლიონელ მესი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა
მუნდიალის ვნებები პიკს აღწევს!

რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა არსენმა და ლიუდმილამ ერთმანეთი 2002 წელს, ფეხბურთში ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სპორტულ კაფეში გაიცნეს. საერთო ინტერესის მიუხედავად, ცოლ-ქმარს სხვადასხვა კერპი ჰყავდა: ქმარს „ბარსელონას“ საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი მოსწონდა, ცოლი კი ლეოს მთავარ მეტოქეს კრიშტიანუ რონალდუს აღმერთებდა.
რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე არსენი, როგორც მესის თავგადაკლული გულშემატკივარი, არგენტინა-ნიგერიის მატჩის შემდეგ უზომოდ ბედნიერი ჩანდა, რამაც ცოლის გაღიზიანება გამოიწვია. ლიუდმილამ მეუღლე დამცინავი და შეურაცხმყოფელი ეპითეტებით შეამკო, რამაც ეს უკანასკნელი იმდენად გააბრაზა, რომ ცოლთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო.
...
„ეს შემთხვევა ჩემი
მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ლიუდმილა ჩემს კერპს მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღიდან აკრიტიკებდა. უსასრულოდ იმეორებდა, რომ მესი ცუდად თამაშობს და ისლანდიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გაიტანა. არგენტინა-ნიგერიის შეხვედრის დროს კი ნიგერიელებს დემონსტრაციულად გულშემატკივრობდა. ბოლოს და ბოლოს, მოთმინებამ მიღალატა და სახეში მივახალე, რასაც მის ლამაზმან რონალდუზე, პორტუგალიის ნაკრებზე, თავად მასზე და ყველა იმ გუნდზე ვფიქრობდი, რომელსაც ჩემი ცოლი გულშემატკივრობდა. ამის შემდეგ საკუთარი ნივთები ავიღე და სახლიდან სამუდამოდ წამოვედი“, - აღიარა „არგუმენტი ი ფაკტის“ ჟურნალისტთან საუბარში არსენმა.
მეორე დღეს მესის ფანმა მმაჩის ბიუროში განცხადება შეიტანა და ცოლთან განქორწინება მოითხოვა. საბოლოოდ, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გამო, 14 წლის ოჯახი დაინგრა, თუმცა, თუ გათვალისწინებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალს არგენტინა და პორტუგალია გამოეთიშნენ, გამორიცხული არაა, საერთო მწუხარება ცოლ-ქმრის შერიგების მიზეზი გახდეს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები