ოცნებები ხდება! ლეიკემიით დაავადებულმა ქართველმა ბიჭუნამ მესისგან საჩუქრები მიიღო
ოცნებები ხდება! ლეიკემიით დაავადებულმა ქართველმა ბიჭუნამ მესისგან საჩუქრები მიიღო
საყოველთაოდ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი შეუერთდა საქველმოქმედო კამპანიას ლეიკემიით დაავადებული ქართველი ბიჭუნას დასახმარებლად.

8 წლის ბექა ფიფია თბილისიდანაა. ის ისრაელში იმყოფება, რათა ერთ-ერთ ადგილობრივ კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძოლოს. ბექას შესახებ ინფორმაცია მივიდა მის საყვარელ კლუბამდე, კერძოდ, “ბარსელონას“ საქველმოქმედო ფონდ FUNDACIÓ FC BARCELONA-მდე.

...
ბექამ საჩუქრები მიიღო თავისი კერპისგან და ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდისგან, ლიონელ მესისგან. კატალონიური კლუბის აქსესუარები და მესის მაისური თავისივე ავტოგრაფით - ის, რაზედაც ყველა პატარა გულშემატკივარი ოცნებობს.


ბექა დიდი ხანი ვერ იჯერებდა, რომ ეს არ იყო სიზმარი - დიახ, ოცნებები ნამდვილად ხდება!


ბექა ფიფიას ისტორია ბევრისთვის ნაცნობია. ბექა შუა აპრილიდან, ლეიკემიის საშინელი დიაგნოზის მერე სამშობლოსგან შორს, ისრაელში მკურნალობს. როგორც კი დაავადების შესახებ გაიგეს, ბიჭუნას მშობლებმა იმ კლინიკების ძიება დაიწყეს, რომელთაც შეეძლოთ ბექას მიღება. მათ არჩევანი ისარელში მდებარე სამედიცინო ცენტრ შიბაზე შეაჩერეს.


მკურნალობისთვის საჭირო გახდა ოჯახისთვის უზარმაზარი თანხა - 350 ათასი დოლარი. მშობლები იძულებულები გახდნენ, დასახმარებლად საზოგადოებისთვის მიემართათ - სოციალურ ქსელ ფეისბუქში სპეციალურად შეიქმნა გვერდი “ბექასთვის\4Beka“ (იხ. ბმული).


მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მომზადდა კარავი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ, გაერთიანებულიყვნენ ბექას გადასარჩენად. ამასთან, ბექას მხარდასაჭერად კონცერტები იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ ფოთსა და ზუგდიდშიც. ისღა დაგვრჩენია, ბექას გამოჯანმრთელება ვუსურვოთ...

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები