მუსიკოსმა დუმილი დაარღვია - რა აკავშირებდათ ბრაიან ადამსსა და დიანას?
მუსიკოსმა დუმილი დაარღვია - რა აკავშირებდათ ბრაიან ადამსსა და დიანას?
უელსის პრინცესას გარდაცვალებიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მისი პირადი ცხოვრების დეტალები საზოგადოებას დღემდე აინტერესებს.

ხმები პრინცესასა და ბრაიან ადამსის საიდუმლო რომანის შესახებ დიდი ხანია არსებობს, თუმცა, თავად როკ-მუსიკოსი ამ თემაზე ბოლო დრომდე არ საუბრობდა. ახლახან ენდი კოენის შოუში Watch What Happens Live ადამსმა დუმილი დაარღვია და დიანა სპენსერთან ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდა.

...პრინცესას გაცნობამდე ერთი წლით ადრე მუსიკოსმა მას სიმღერა „Diana“ მიუძღვნა, სადაც იხსენებდა, რომ „გულების დედოფალი“ პირველად ტელეეკრანზე ნახა და მას შემდეგ მოსვენება დაკარგა.

1986 წელს გავრცელდა ბრაიან ადამსისა და პრინცესას გაცნობის ამსახველი ფოტო, რომელიც პრინცი ჩარლზისა და დიანას კანადაში ვიზიტის დროს გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ პრესის გამუდმებული თვალთვალის მიუხედავად, არც მანამდე და არც მას შემდგომ დიანასა და ადამსის ერთობლივი ფოტო აღარ გამოჩენილა.

ხმები კანადელი როკ-მუსიკოსისა და ინგლისის პრინცესას რომანტიკული ურთიერთობების შესახებ დიანას განქორწინებისთანავე გაჩნდა, თუმცა მათი დადასტურება ან უარყოფა ვერავინ შეძლო.
თავად მუსიკოსი ყოველთვის გაურბოდა ამ თემაზე საუბარს და ჟურნალისტების კითხვების პასუხად დუმილს არჩევდა.

მედია საიდუმლო რომანით განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ თემაზე ადამსის ყოფილი შეყვარებული ალაპარაკდა.
მსახიობსა და მოდელს, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი გოგონას როლის შემსრულებელ სესილი ტომსენს ბრაიან ადამსთან 12-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. მუსიკოსთან დაშორების შემდეგ ის დანიურ ჟურნალთან Billed Bladet-თან ინტერვიუში მოულოდნელად ყოფილი შეყვარებულისა და ლედი დის რომანის შესახებ ალაპარაკდა.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებმა ბრაიან ადამსს უამრავი კითხვა დააყარეს, თუმცა მუსიკოსმა ყოფილი შეყვარებულის ვერსია არც დაადასტურა და არც უარყო.

2018 წლის გაზაფხულზე რეალითი შოუს ვარსკვლავმა ლიზა ოლფილდმა გამომცემლობა The Daily Mail-თან ინტერვიუში თქვა, რომ დიანას მეგობარმა პოლ ბარელმა პრინცესასა და კანადელ მუსიკოსს შორის ურთიერთობაზე უამბო. მისი მონაყოლის თანახმად, ბარელი ბრაიან ადამსს კენსინგტონის სასახლეში საიდუმლოდ შეღწევასა და უელსის პრინცესასთან შეხვედრებში ეხმარებოდა.

2018 წლის ივნისში ბრაიან ადამსმა, ბოლოს და ბოლოს, დუმილის აღთქმა დაარღვია და პრინცესასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. სატელევიზიო შოუს Watch What Happens Live-ის წამყვანის ენდი კოენის კითხვაზე მომღერალმა უპასუხა, რომ ის და დიანა საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ადამსმა აღიარა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ ეს საიდუმლო შეხვედრები არ ყოფილა, რადგან დიანა არასოდეს მისცემდა მასთან მალულად მისვლის უფლებას.

ბრაიან ადამსის თქმით, ამ თემაზე კომენტარს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ საიდუმლო რომანის შესახებ დაწყებულ მითქმა-მოთქმას წერილი დაუსვას, რადგან საკუთარ თავს არასოდეს მისცემს უფლებას, რომ პოპულარობის ასამაღლებლად, დიანას სახელი გამოიყენოს და ის თქვას, რაც არასოდეს ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ კანადელი მუსიკოსი არასოდეს დაქორწინებულა. უკანასკნელი წლები ის საკუთარ ასისტენტ ალისია გრიმალდისთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც 2010 და 2013 წლებში ორი ქალიშვილი შეეძინა.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები