“40 გრადუს სიცხეში კონდიციონერს არ რთავენ და ოფლით სახედაცვარული პერსონალი გვემსახურება, ეს ნორმალურია?“
“40 გრადუს სიცხეში კონდიციონერს არ რთავენ და ოფლით სახედაცვარული პერსონალი გვემსახურება, ეს ნორმალურია?“
ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“აუ ახლა შეიძლება გავგიჟდე რაა!

...
მე და ხატიამ გადავწყვიტეთ ფეხით გავისეირნოთ ახალ პლეხანოვზე და მარჯანიშვილიდან აქამდე ლამის დავისიცხეთ. თავი დავიმშვიდეთ იმით, რომ იქნებ დასცხეს პატარა გოგოს და ამ გზით მაინც გამოძვრეს. ვეძებთ სიგრილეს.


ჰოდა შვიდზე
მეტ კაფეში შევედით, სადაც ბოლი ასდის ოთახებს! ვეკითხებით: რატომ ცხელა და იი ახლავე ჩაგირთავთ... ეს არის პასუხი. ზოგმა ჩართვაც არ იცის, 28 გრადუსზეა ჩართული და მოუმატეთ სიცივეს თქო რომ ვთხოვთ უმატებენ და 30 გრადუსზე გვირთავენ.


ერთმა ქალმა ისიც გვითხრა, საღამოს მოდი და დაგხვდებათ სიცივეო. მანამდე საუნაა და ანუ ღამე ხდება ბარი. ახლა შევეკედლეთ ერთ მათგანს, სადაც ოდნავ უფრო გრილა და ბედნიერად ვღეჭავთ ცივ ყავაში გაუხსნელ ყავის ნამცეცებს და ვახრაშუნებთ დედააფეთქებულ ყინულებს. დედას გეფიცებით ათი წლის ცოტნე თუ უფრო მაგარ ყავას არ აკეთებდეს.


ხალხო რა მარშუტკაში კონდიცირება, საუბარია ადგილებზე, სადაც სამ ყლუპ ესპრესოში 6 ლარს ვიხდი და ნაყინიან ცივ ყავაში 12+ ლარს. და 40 გრადუს სიცხეში კონდიციონერს არ რთავენ და ოფლით სახედაცვარული პერსონალი გვემსახურებიან, ნორმალურია ახლა ამათი მენეჯერები?


გავგიჟდი, ეს რა უბედურებაა იბიომაწ“,-წერს სოციალურ ქსელში გურამ შეროზია.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები