როგორ უნდა მიხვდეთ ადამიანის განზრახვას სხეულის ენის მიხედვით?
როგორ  უნდა  მიხვდეთ  ადამიანის  განზრახვას  სხეულის  ენის  მიხედვით?
თუ ფიქრობთ რომ ვინმე გატყუებთ, გეფლირტავებათ ან სულაც მბრძანებლობს, მარტივად შეგიძლიათ მათი განზრახვის და ემოციური მდგომარეობის გაშიფვრა სხეულის ენის მიხედვით — თუ რა თქმა უნდა იცით რას მიაქციოთ ყურადღება. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ალბერტ მეჰრაბიანის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კომუნიკაციის დროს თქვენი სათქმელის 55%-ს თქვენი სხეული გადმოცემს, 38%-ს — ხმის ტონი და მხოლოდ 7% რჩებათ სიტყვებს.როგორ შევძლოთ “ხაზებს შორის” წაკითხვა? სტატია ეყრდნობა რჩევებს ცნობილი ჟურნალიდან Psychology Today, კვლევების შედეგებს და სხვადასხვა პუბლიკაციებს, რომლებიც გვეხმარებიან უკეთ გავიგოთ რის თქმა სურთ ადამიანებს სიტყვებს მიღმა.


თუ მხოლოდ პირი იღიმის და თვალების ირგვლივ მცირე ნაოჭები არ წარმოიქმნება, თქვენს წინაშე ან ყალბი ღიმილია, ან დიდი ოდენობის ბოტოქსი
......

ნამდვილი ღიმილის ნაძალადევად შექმნა ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომაც გამოიყურება უხერხულად საოჯახო ფოტოები სადაც ყველა ფოტოსთვის იღიმის.



აწეული წარბები ხშირად დისკომფორტის მანიშნებელია.
მასაჩუსეტსის პროფესორი სუსან კრაუს ვაითბორნი ამბობს, რომ ნერვიულობა, გაოცება ან შიში ადამიანებს მომენტალურად აიძულებს წარბების მაღლა აწევას დისკომფოტრის შეგრძნების გამოსახატად —ზუსტად იგივენაირად, როგორც ნამდვილი ღიმილი წარმოქმნის ნაოჭებს თვალების ირგვლივ.
თუ ვინმე მაღლა აწეული წარბებით გეტყვით კომპიმენტს ახალ ვარცხნილობაზე ან ჩაცმულობაზე, დიდი შანსია, რომ ეს არ იყოს მათი გულწრფელი აზრი.



თუ მათი ხმის ტონი მაღლა ან დაბლა იწევს, ეს მათი დაინტერესების მაჩვენებელია.
იცოდით რომ თქვენს ხმას თქვენი “გაყიდვა” შეუძლია?

გინდათ იცოდეთ როგორ გაშიფროთ თქვენს ან კონკრეტული თემის მიმართ ინტერესი? — “საუბრის დაწყებისთანავე ქალის ხმა მაღლა მიდის, თითქოს სიმღერის შესრულებას ცდილობდეს, ხოლო კაცის ერთი ოქტავით დაბლდება.” გვამცნობს Psychology Today



თუ ისინი იმეორებენ თქვენი სხეულის ენას, საუბარი სავარაუდოდ კარგად მიდის.
როცა ორი ადამიანი კარგად წყობა ერთმანეთ, ისინი ქვეცნობიერად იმეორებენ ერთმანეთის მოძრაობებს. როცა თქვენი საუკეთესო მეგობარი ფეხს ფეხზე გადაიდებს, თქვენც მალევე მიბაძავთ.

ეს იმიტომ ხდება რომ, როცა შინაგან კავშირს ვგრძნობთ, ერთმანეთის მოძრაობებს ვიმეორებთ — ამბობს ფსიქლოგი ბარბარა ფრედრიქსონი.



თვალით კონტაქტი ინტერესს გამოხატავს — პოზიტიურსაც და ნეგატიურსაც.
როცა ვინმეს თვალებში უყურებთ,თქვენი ორგანიზმი ავტომატურად აღელვებულ მდგომარეობაში გადადის.
“აღელვების ინტერპრეტირება დამოკიდებულია მხარეთა ჩართულობაზე და გარემოებებზე. თუ უცხო ადამიანი დიდხანს ან ავისმომასწავლებლად მოგაჩერდებათ, შესაძლოა საფრთხედ მიიჩნიოთ, რაც თქვენში პასუხად შიშს გამოიწვევს… თუმცა პოტენციური სექსუალური პარტნიორის გამოხედვა ბევრად დადებით აღელვებას იწვევს” — წერს Claremont McKenna College-ის ორგანიზაციული ფსიქოლოგი რონალდ რიგიო.



მაგრამ თუ ისინი თვალებში ძალიან დიდხანს გიყურებენ, შესაძლოა გატყუებდნენ.
საეჭვო გამოხედვის თავიდან აცილების მიზნით, ზოგი მატყუარა გამიზნულად შეგხედავთ თვალებში ძალიან დიდი ხნით, რაც დისკომფორტს შეგიქმნით.
ისინი შესაძლოა იდგნენ სრულიად მშვიდად და არც კი დაახამხამონ თვალი.



ექსპანსიური პოზა ძალაუფლების და მიღწევის შეგრძნების გამომხატველია.
ის, თუ როგორ უჭირავს ადამიანს თავი, ძალიან ბევრს გვეუბნება იმაზე, თუ როგორ გრძნობს ის თავს. Harvard-ის პროფესორ ემი ქადის თანახმად ექსპანსიური პოზა ზრდის ტესტოსტერონს და თავდაჯერებულობას. თუ ადამიანი უკან არის გადაწეული და მოდუნებულია, ის გრძნობს ძალაუფლებას და კონტროლს სიტუაციაზე. მსგავსად, როგორც კვლევამ აჩვენა, დაბადებიდან უსინათლო ადამიანებიც მაღლა წევენ ხელებს
V ფორმაში და ცოტათი წამოწევენ ნიკაპს, როცა რომელიმე ფიზიკურ შეჯიბრში იმარჯვებენ.


მეორეს მხრივ, ექსპანსიური პოზის საპირისპიროდ მიიჩნევა ხელების გადაჯვარედინებით მოკალათება — ამ დროს ორგანიზმში მატულობს კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი.



გადაჯვარედინებული ფეხები ჩვეულებრივ წინააღმდეგობის და დაბალი ათვისების უნარის მაჩვენებელია და მოლაპარაკებების დროს ცუდ ტონად მიიჩნევა.

How to Read a Person Like a Book ავტორების მიერ ჩაწერილი 2000 მოლაპარაკებებიდან აღმოჩნდა, რომ სადაც ერთ-ერთ მხარეს მაინც ჰქონდა ფეხები გადაჯვარედინებული, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ფსიქოლოგიურად, გადაჯვარედინებული ფეხები მიუთითებს, რომ ადამიანი მენტალურად, ემოციურად და ფიზიკურად დახურულია — რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი ნაკლებად წამოვლენ კომპრომისზე.



ჟესტიკულაციის ერთგვარი “კლასტერი” ნამდვილ გრძნობაზე მიუთითებს.

მიზიდულობას მხოლოდ ერთი კონკრეტული სიგნალი კი არა მათი ერთობლიობა გამოხატავს.

ნეიროფსიქოლოგი მარშა ლუკასი მიგანიშნებთ თუ როგორ ამოიცნოთ როცა ქალს მოწონხართ: “თვალებში შეხედვის შემდეგ ის ოდნავ ქვემოთ მიმართავს მზერას, თმას გაისწორებს და შემდეგ ისევ გამომოგხედავთ ოდნავ წამოწეული ნიკაპით.”



თუ ისინი თქვენთან ერთად იცინიან, მათ სავარაუდოდ მოსწონხართ.
როცა ვინმესთვის მისაღებია თქვენი იუმორი, დიდი შანსია რომ თქვენ მათ აინტერესებთ.

ევოლუციური ფსიქოლოგები ამბობენ, რომ იუმორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების განვითარებაში. ის წარმოადგენს მეგობრული ან რომანტიული ურთიერთობის სურვილის სიგნალს.



მოკუმული ტუჩები, დაჭიმული კისები, ან შეჭმუხნული წარბები სტრესის მაჩვენებელია.

“ემოცია, საფრთხის აღმოჩენა და მასზე რეაგირება, ისევე როგორც თვითგადარჩენაზე ზრუნვა წარმოადგენს ტვინის ლიმბური სისტემის მთავარ პასუხისმგებლობას” — ამბობს FBI-ის ყოფილი კონტრდაზვერვის აგენტი ჯო ნავარო. “ავტობუსმა თუ გაგვასწრო, ტუჩებს მოვკუმავთ და კისერს მოვიქექავთ. უმეებზე მუშაობას თუ გვთხოვენ, თვალების ორბიტები გვივიწროვდება და ნიკაპი დაბლა იხრება.”

ადამიანები ამგვარად მილიონობით წლებია რაც გამოხატავენ დისკომფორტს, ამბობს ნავარო.




ექსპანსიური, ავტორიტატული პოზა ლიდერობას გვიჩვენებს.
როცა ლიდერი გრძნობს თავის ძალაუფლებას, ან შენს დარწმუნებას იმაში, რომ ნამდვილად ის არის ლიდერი, მისი სხეულის ენა ამას აუცილებლად მიგანიშნებთ: გამართული დგომა, გამიზნულად წინ და უკან სიარული, ჩამოშვებული ხელები ან ჟესტიკულაციისას ქვემოთ მიმართული ხელის გულები, და ზოგადად ღია და ექსპანსიურ პოზაში დადგომა.



ფეხების კანკალი არამყარი შინაგანი მდგომარეობის სიგნალია.

“ფეხები სხეულის ყველაზე დიდი ნაწილია, შესაბამისად როცა ისინი მოძრაობენ, ამის არ შემჩნევა თითქმის შეუძლებელია,” ამბობს University of Massachusetts-ის პროფესორი სიუსან ვაითბორნი. “აკანკალებული ფეხები მიანიშნებს აღელვებას, გაღიზიანებას, ან ორივეს.”




გადაჯვარედინებული ხელები თავდაცვას გამოხატავს (კონტექსტის მიხედვით).

ადამიანის სხეულის ენის სიგნალების მიხვედრა საკმაოდ ადვილია, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კონტექსტზე. ერთის მხრივ როცა გადაჯვარედინებული ხელები ადამიანის “თავდაცვით მდგომარეობას” გამოხატავს, მეორეს მხრივ შესაძლოა მათ სციოდეთ, ან სკამს არ ჰქონდეს ხელის ჩამოსადები ადგილი კომფორტულად დაჯდომისთვის.

სანამ ადამიანის სხეულის ენის მიხედვით სტრატეგიის შეცვლას გადაწყვეტდეთ, არ გამოგრჩეთ გარემოებებზე დაკვირვება და მათი გაანალიზება.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები