არასოდეს გადაყაროთ - საზამთროს კურკები წნევის წამლების ნაცვლად!
არასოდეს გადაყაროთ - საზამთროს კურკები წნევის წამლების ნაცვლად!
და არამხოლოდ წნევის! როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის ამ მთავარი ხილის ყველაზე სასარგებლო ნაწილს ნაგავში ვყრით...

საზამთროს კურკები უნდა გააშროთ და დაფქვათ ან მოხალოთ და შაქართან ან თაფლთან ერთად მიირთვათ.

...გამშრალი საზამთროს კურკის 30% ცილისგან შედგება.
ცილის გარდა, უამრავ ამინომჟავას შეიცავს, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შექმნას ეხმარება.

ამის გარდა, საზამთროს კურკაში შედის სასიცოცხლო ელემენტები:
მაგნიუმი - აწესრიგებს წნევას და სისხლში შაქრის შემცველობას;
თუთია - აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობისთვის, მათ შორის - მეხსიერებისთვისაც;
რკინა - აუცილებელია ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის, სასუნთქი ჯაჭვის სრულფასოვანი ფუნქციობისა
და ატფ-ს სინთეზისთვის, მავნე შინაგანი და გარეგანი ნივთიერებებისგან ორგანიზმის გასაწმენდად;
ფოსფორი - უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს; მონაწილეობს გულის კუნთისა და თირკმლების მოქმედებაში, კუნთოვანი და გონებრივი აქტიურობის პროცესებში;
სპილენძი - მისმა დეფიციტმაც შესაძლოა, აორტისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმას დაუდოს სათავე;
მაგნიუმი - არეგულირებს კუნთებისა და ნერვების მუშაობას, სისხლში გლუკოზის დონეს და სისხლის წნევას, ცილების, ძვლისა და დნმ-ს წარმოქმნის პროცესს.

საზამთროს კურკების მიღება ანემიის შესანიშნავი პროფილაქტიკაა და გიხსნით ქრონიკული დაღლილობისგან.
მის შემადგენლობაში, ასევე, არის:
უჯერი ცხიმები, მაგალითად, ომეგა-6, რომელიც წნევის დამწევი ეფექტური საშუალებაა და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში ეხმარება.
საზამთროს კურკებში ბევრი ცელულოზაა, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას ასტიმულირებს და ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები გამოჰყავს.

აღმოსავლეთის ქვეყნებში საზამთროს კურკებს ხალავენ და სხვადასხვა სანელებლებთან ერთად მიირთმევენ. აფრიკის ქვეყნებში დაფქული საზამთროს კურკებისგან სუპებსა და სოუსებს ამზადებენ.

აღსანიშნავია, რომ თერმული დამუშავებისას საზამთროს თესლი ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს!


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები