რატომ ფართოვდება ფორები და როგორ მივაღწიოთ კანის სიგლუვეს ძვირი პროცედურების გარეშე
რატომ ფართოვდება ფორები და როგორ მივაღწიოთ კანის სიგლუვეს ძვირი პროცედურების გარეშე
ფართო ფორების დასამალად ათასგვარი კოსმეტიკის შერჩევა გვიხდება, ყოველ წუთს სარკეში ვიხედებით, საღამოს ამ ყველაფერს საგულდაგულოდ ვიშორებთ, დილას კი კვლავ თავიდან ვიწყებთ. უქმეებზე „მძიმე არტილერიას“ ვრთავთ: პილინგი, ნიღბები, ხალხური რეცეპტები. მაგრამ, თუ პრობლემის გადაჭრა გვსურს, მას კომპლექსურად უნდა მივუდგეთ.

კანის ფორები ცხიმოვან ნივთიერებას გამოყოფს, რომელსაც სებუმს ანდა კანის ცხიმს უწოდებენ. ის კანს გაშრობისგან იცავს, ამდიდრებს ჟანგბადით. თუკი კანი ზედმეტ სებუმს გამოყოფს და სათანადოდ არ სუფთავდება, მაშინ ფორები ივსება, ფართოვდება და შეიძლება ფერიმჭამელებიც გაჩნდეს.

...

ფართო ფორების გაჩენის ძირითადი მიზეზები:

ა) სებუმის ზედმეტად გამოყოფა
ეს შეიძლება კვების, სტრესის, მზეზე დაცვის გარეშე ყოფნის, არასწორი მოვლისა და ფორების შემავსებელი (კომეტოგენური) კოსმეტიკის ბრალი იყოს.

ბ) ელასტიკურობის დაკარგვა
ასაკთან ერთად კოლაგენის გამოყოფა მცირდება. კანი ნაკლებად ელასტიკური ხდება, ფორებიც უფრო დიდად გამოიყურება. მზეზე დიდხანს ყოფნაც კანის სტრუქტურის რღვევას იწვევს.

გ) გენეტიკა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აზიელ ქალებს ასაკთან ერთად ფორები ნაკლებად ეცვლებათ, აი, ინდოელებს კი ისინი უფართოვდებათ. გენეტიკის შეცვლა არ შეგვიძლია, მაგრამ მოვლისა და კვების რაციონის ცვლილებით შეგვიძლია, კანი უკეთესი გავხადოთ.

რისი გაკეთება შეიძლება?

1. შევამციროთ სებუმის გამოყოფა: გადავხედოთ კვებას, კანის მოვლის პროცედურებსა და კოსმეტიკის შემადგენლობას.

2. დავიცვათ კანი მზეზე კოლაგენის რღვევისგან, ყოველდღე ვიხმაროთ მზისგან დამცავი კრემი.

3. შევაჩეროთ ფორების გაფართოება რეგულარული წმენდით, დატენიანებითა და არაკომედოგენური კოსმეტიკით.

ამგვარი მიდგომა კანის ტიპს არ შეცვლის, მაგრამ ფორებს შეძლებისდაგვარად დააპატარავებს და გაასუფთავებს.

სწორი კვება
დილით მოვლის შემდეგ ერთ საათში თუკი კანმა პრიალი დაიწყო, გამოდის, რომ ის ზედმეტ სებუმს გამოიმუშავებს.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია:

შევამციროთ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა: შაქარი, თეთრი პური, თეთრი ბრინჯი - პროდუქტების მაღალი გლიკემიური ინდექსის გამო კანი მეტ სებუმს გამოიმუშავებს, ფორები ივსება და შეიძლება აკნე გაჩნდეს.

საკვებში დავუმატოთ ბალახეული და სანელებლები: დარიჩინი, ორეგანო, მიხაკი, ჯანჯაფილი, ნიორი. ისინი კანის დაბერების პროცესსა და ელასტიკურობის დაკარგვას ანელებენ.

ვსვათ მწვანე ჩაი: ის პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც სებუმის წარმოქმნას ამცირებს და ფერიმჭამელებთან ბრძოლას ხელს უწყობს.

მივირთვათ მეტი თევზეული და ბოსტნეული: ისინი აკნეს გაჩენას აფერხებენ.


გაწმენდა და დატენიანება
ფართო ფორებიანი კანი დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოთ და დაიტენიანოთ. კოსმეტიკის ნარჩენები, კანის გარქოვანებული ნაწილაკები და ჭუჭყი ახშობს ფორებს, პროვოცირებს მათ გაფართოებას და ფერიმჭამელების გაჩენას.

კანის გაწმენდის შემდგომ ის ისეთი საშუალებით უნდა დავატენიანოთ, რომელიც მზისგან, ჭუჭყისგან, ტენის დაკარგვისგან დაიცავს და ელასტიკურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.


ამ შემთხვევაში გირჩევთ:
გამოიყენეთ პილინგი, რომლის შემადგენლობაშიც სალიცილის მჟავა (1%-მდე), გლიკოლის ანდა რძის მჟავა (2-5%) შედის. ისინი ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას და ფორების სისუფთავეს იცავენ.

არ გამოიყენოთ „სკრაბები“: აბრაზიული ნაწილაკებმა შესაძლოა, კანი დააზიანოს და ანთება გამოიწვიოს, რის შემდეგაც ფორები უფრო დიდად გამოჩნდება.

გაიწმინდოთ კანი გელებით და ქაფით - ცხიმიანი ანდა კომბინირებული კანისთვის ისინი უფრო გამოდგება, ვიდრე ლოსიონი ანდა ფლუიდი.



არ დაიბანოთ ჩვეულებრივი საპნით. საპნის pH 8-10-ის ფარგლებშია, ამიტომაც მას შეუძლია კანის დამცავი ბარიერი დააზიანოს, რაც, თავის მხრივ, სებუმის ზედმეტ გამოყოფას იწვევს. გამოიყენეთ საშუალებები, რომელთა рН 5,5 არ აღემატება.

დამატებით გაიწმინდეთ კანი 12:00-დან 16:00 საათამდე (თუ ამის
საშუალება გაქვთ). ამ დროს კანი ყველაზე აქტიურად გამოიმუშავებს სებუმს, ამიტომაც კანის ცხიმოვანი ანარეკლი შუადღეს უფრო შეიგრძნობა.

აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის გამოყენება,
ვინაიდან მის გარეშე კოლაგენური ბოჭკოები იშლება, კანი - ნაკლებად ელასტიკური, ხოლო ფორები უფრო შესამჩნევი ხდება.

გამოიყენეთ წყლის ბაზაზე დამზადებული კრემები ანდა გელი: ისინი კანს ატენიანებს და არ ავსებს ფორებს.


ვირჩევთ უსაფრთხო კოსმეტიკას

კოსმეტიკა ითვლება კომედოგენურად, თუკი მის შემადგენლობაში ფორების შემავსებელი ნივთიერებები შედის: ცვილი, ზეთები, ტალკი და სხვა მსგავსი კომპონენტები. ფართოფორებიანი კანისთვის სასარგებლოა კოსმეტიკა, რომელიც ხელს უშლის სებუმის გამოყოფს და არ ავსებს ფორებს.

სასარგებლო კომპონენტები კოსმეტიკაში:

ნორდიჰიდროგვაიარეტული მჟავა (Nordihyroguaiaretic Acid, NDGA) და სარკოზინი (Sarcosine), რომლებიც სებუმის გამოყოფას ხელს უშლის.

ნიაციამიდი (Niacinamide), თუთიის გლუკონატი (Zinc Gluconate), თუთიის სულფატი (Zinc Sulfate), კოფეინი (Caffeine), ბიოტინი (Biotin) და ენანტიის ფესვის ექსტრატი (Enantia Chlorantha Bark Extract) რომლებიც ცხიმოვანი უჯრედების მუშაობას არეგულირებს.

ჯობს, არ შეიძინოთ კოსმეტიკა, რომელიც შეიცავს:

ტალკს: ავსებს ფორებს, თუკი ბევრია შემადგენლობაში. გაცილებით უსაფრთხოა მინერალური პუდრა - ის ფორებს არ ავსებს.

სპირტოვან კომპონენტებს - ისინი აშრობს კანს და ბებერი უჯრედების ბუნებრივი აქერცვლის პროცესს ხელს უშლის.

მინერალურ ზეთებს: კოსმეტიკური საშუალებების იაფი, მსუბუქი, მაგრამ იმავდროულად კომედოგენური კომპონენტი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები