"ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის ადგილზე იპოვეს...ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი..."
"ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის ადგილზე იპოვეს...ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი..."
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესამსახურის უფროსი, თეა პერტაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი...

...

13 ივნისის სტიქიის დროს გადაარჩინა რვა ადამიანი... 8 სიცოცხლე… 8 ოჯახი... და რვაჯერ რვა სიხარული დაუტოვა ქვეყანას...


იმ დღეს მან მეწყვილეც იხსნა... აქ უნდა გავჩერდე, რადგან ეს მოკლე მონათხრობი უკვე ყველაფერზე მეტყველებს...


ეს მისი ჩაფხუტია, როგორც სტიქიასთან, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის მებრძოლის და მასზე გამარჯვებული გმირის სიმბოლო!


ეს ზურაბის ჩაფხუტია, რომელიც სტიქიის ადგილზე იპოვეს...


გმირებად, ალბათ, იბადებიან... ადამიანი პირველად მან 10 წლის ასაკში გადაარჩინა, როცა მდინარეს პატარა ბავშვი გამოსტაცა, და ბოლოს - 2015 წლის 13 ივნისს...
ზურაბ მუზაშვილი - გმირი... #მაშველიგმირია #მაშველთაამბები"


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები