ამ ულამაზესი ეზოს გაკეთება 20 ლარი დაჯდა - მის სანახავად სოფელ მეტეხში უამრავი მნახველი მიდის
ამ ულამაზესი ეზოს გაკეთება 20 ლარი დაჯდა - მის სანახავად სოფელ მეტეხში უამრავი მნახველი მიდის
კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტეხ­ში მცხოვ­რებ­მა ლაშა ზუ­ბი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ეზოს ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა წარ­წე­რით "ჩემი ეზო". პოსტმა უამ­რა­ვი ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო... მე­ტიც, მალე მისი ეზოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნებ­მაც გა­მოთ­ქვეს. ლაშა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რებთ და გირ­ჩევთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეზოს მხატ­ვრუ­ლად მო­წყო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯით.

- კას­პის რა­ი­ონ­ში სო­ფელ მე­ტეხ­ში ვცხოვ­რობ მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ეთად... ეზო­ში ორი შინ­დის ხე გვაქვს, 40 წლის წინ დარ­გო პა­პა­ჩემ­მა და დღეს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სი­მაღ­ლეა ორი­ვე... ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს შინ­დის ხე­ე­ბი და მო­მინ­და, მათ გარ­შე­მო
ლა­მა­ზი გა­რე­მო შე­მექ­მნა. შარ­შან ხე­ე­ბის ძირ­ში ჯერ ქვევ­რე­ბი და­ვა­წყვე, რომ­ლე­ბიც მე­ზობ­ლებ­მა მა­ჩუ­ქეს. ქვევ­რე­ბი რომ ძა­ლი­ან მო­უხ­და, მერე ურ­მის თვლე­ბიც მი­ვა­მა­ტე, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ზო­ბელ­მა მა­ჩუ­ქა... თა­ნა­და­თან მი­ვა­მა­ტე დო­ქე­ბი და თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე სა­თავ­სო­ში იყო გა­და­ნა­ხუ­ლი და არა­ვინ არა­ფერ­ში იყე­ნებ­და. შემ­დეგ კო­ინ­და­რი დავ­თე­სე, კარ­გი ბა­ლა­ხი რომ ყო­ფი­ლი­ყო და ამ ყვე­ლაფ­რი­დან მხო­ლოდ კო­ინ­და­რის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ოცი ლარი და­მიჯ­და... ქვე­ბიც თვი­თონ მოვ­ზი­დე, ქვე­ბის ბი­ლი­კია და მო­რე­ბი სა­დაც მი­წყვია, იქაც და­ვა­ლა­გე, ხალ­ხმა რომ ბა­ლახს ფეხი არ და­ად­გას და და­ა­ზი­ა­ნოს... შე­ვა­ტყვე რომ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ასეთ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ჰა­მა­კიც დავ­კი­დე.

...- ძა­ლი­ან ლა­მა­ზია თქვვე­ნი ეზო, მაგ­რამ ყვა­ვი­ლე­ბი არ­სად ჩანს...

- დიახ, ყვა­ვი­ლე­ბი არ არის, რად­გან ვე­რაფ­რით გა­ვა­ხა­რე. ეზო­ში ჩრდი­ლია და ეს უშ­ლის ხელს. ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი მაქვს კა­ლა­თე­ბით და­დე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ჩრდილ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია ყვა­ვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა, ვა­პი­რებ სა­გა­ნა­გე­ბოდ ისე­თი ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი შე­ვარ­ჩიო, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში ხა­რო­ბენ... მსურს ყვა­ვი­ლე­ბი ბა­ლა­ხებ­ში ად­გილ-ად­გილ ჩავრგო... ჩი­ტე­ბის­თვის პა­ტა­რა ქო­ხე­ბი მაქვს, სა­დაც ჩი­ტე­ბი მარ­თლაც ცხოვ­რო­ბენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები