"ხალხი ცოცხლად დაიმარხა" - რა ხდება გვატემალაში
"ხალხი ცოცხლად დაიმარხა"  - რა  ხდება  გვატემალაში
გვა­ტე­მა­ლა­ში ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის გამო სულ მცი­რე 69 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. Nbc News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლი ვულ­კა­ნი­დან ამოფრქვე­უ­ლი ლა­ვი­სა და ქვე­ბის გარ­და მომ­წამ­ვლელ­მა გაზ­მაც გა­მო­იწ­ვია.

ვულ­კა­ნი "ფუ­ე­გო" კვი­რას გა­აქ­ტი­ურ­და. ლა­ვის ნა­კა­დი მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე სწრა­ფად მი­ვი­და, გა­მო­ცხად­და ევა­კუ­ა­ცია. ქა­ლა­ქი გვა­ტე­მა­ლა, რო­მე­ლიც ვულ­კა­ნი­დან 40 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, ფერ­ფლმა და­ფა­რა.
სტი­ქი­ის ზო­ნას­თან მცხოვ­რე­ბი 3 200-მდე ადა­მი­ა­ნის სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცია გან­ხოც­რი­ელ­და.

...69 გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი უკვე ნა­პოვ­ნია, 17-ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა.
სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, ფერ­ფლში ადა­მი­ა­ნებს მი­აგ­ნონ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გაქ­ცე­ვა ყვე­ლამ ვერ შეძ­ლო და ლა­ვა­ში ხალ­ხი ცო­ცხლად ჩა­ი­მარ­ხა.

ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვამ 1.7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზა­რა­ლა.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები