"ეს ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზეა გადაღებული...."
"ეს ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზეა გადაღებული...."
ეს ფოტო ვრცელდება სოციალურ ქსელში. ავტორი Mari Nikuradze.
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზეა გადაღებული.
ბევრ ჩემს მეგობარს გარეკანის ფოტოდაც აქვს დაყენებული.
რამდენჯერაც შევხედავ ამ ბავშვს, იმდენჯერ მეღიმება.
...ამ საერთო აყალ-მაყალსა და ალიაქოთში მაინც იპოვა რაღაც, რასაც ეთამაშება.
ბავშვია და ჭინკა უხტის თვალებში.
დღეს ასეთი სურათი გვაქვს და ხვალ ისე უნდა იყოს, რომ მსგავსი მამები და შვილები აქციებზე აღარ ატარებდნენ უძვირფასეს დროს.
დაკარგულიაო ეს დრო ვერ იტყვი, მაგრამ, მაინც, სკვერებში უნდა სეირნობდნენ და ერთობოდნენ, მითუმეტეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
ყველა ბავშვი უნდა იყოს დაცული. ყველა. აბსოლუტურად.
გავლენიანი მამებისა და ბიძების ეპოქა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ!

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები