ამ წუთას ჩვენს ოჯახებში, ყველასთან, მდუმარე ტრაგედია ხდება
ამ წუთას ჩვენს ოჯახებში, ყველასთან, მდუმარე ტრაგედია ხდება
ას ყველაზე დიდი მასშტაბები და გამოუსწორებელი შედეგები აქვს! მისი მსხვერპლი კი ის არის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია!

სტატისტიკის მიხედვით:
ძალიან გახშირებულია ბავშვებში ფსიქიკური აშლილობები;
...მკვეთრად გაზრდილია ყურადღების დეფიციტის სინდრომი;
კატასტროფულად მომატებულია მოზარდებში სუიციდის შემთხვევები!


ნუთუ, არ არის ეს საკმარისია, რომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ?!


ბავშვები ასეთები არ იბადებიან!
ეს არც სკოლის ბრალია და არც სისტემის!
რაც არ უნდა საწყენი ან მტკივნეული იყოს, ხშირ შემთხვევაში დამნაშავეები ჩვენ ვართ - ოჯახები!


რას ვაშავებთ?

1) ვაშავებთ იმას, რომ ბავშვებს აკლიათ:
ემოციურად ახლოს მყოფი მშობლები;
მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები და ინსტრუქციები;
ჯანსაღი და დაბალანსებული კვება და ძილი;
მოძრაობა და სუფთა ჰაერი;
შემოქმედებითი თამაშები, რეალური ურთიერთობა, თავისუფალი დრო აზროვნებისთვის.


2) ვაშავებთ იმას, რომ სანაცვლოდ მათ აქვთ:
მშობლების უყურადღებობა;
მშობლებისგან ზედმეტი განებივრება და ყველაფრის უფლება;
განწყობა, რომ მათ წინაშე ყველა ვალდებულია;
არასწორი კვება და მუდმივად ძილის ნაკლებობა;
ცხოვრების მჯდომარე წესი;
მუდმივი ხელოვნური სტიმულირება, ტექნოლოგიური გართობები, მყისიერი შედეგები.



რა გავაკეთოთ?

აქ ახლის მოფიქრება არ გვჭირდება. ეს მეთოდები უკვე დროშია გამოცდილი და ყველა პროგრესულად მოაზროვნე ფსიქოლოგიც ასე ფიქრობს.

კერძოდ კი:


როგორც დედა, ისე მამა უნდა იყოს ბავშვის მშობელი და არა - მეგობარი!

ბავშვებს უნდა მივცეთ ის, რაც
საჭიროა და რა ის, რაც მათი სურვილია; არ უნდა შეგვეშინდეს უარის თქმის, თუკი მათი სურვილები მათ საჭიროებებს არ ემთხვევა;


უნდა ვასწავლოთ დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა; ნუ შეეცდებით მის დაცვას წვრილმანი პრობლემებისგან. ეს დასაწყისია, რათა ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვა ისწავლოს;


მის საქმეს მის ნაცვლად თქვენ ნუ გააკეთებთ;


მიეცით თავისუფალი დრო და საშუალება, რათა მოიწყინოს და მერე თავად მოიფიქროს, რით გაერთოს;

მუდამ იყავით ემოციურად ხელმისაწვდომი. ასწავლეთ ბავშვს სოციალური უნარები;


ბავშვთან ურთიერთობისას ნურაფერზე გაგეფანტებათ ყურადღება;


შეინარჩუნეთ ემოციური კავშირი: უღიმეთ, კოცნეთ, უკითხეთ, ერთად იცეკვეთ, ითამაშეთ, იხოხეთ;



ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი შვილები, თუკი არ გვინდა ისეთი მომავალი თაობა, რომელსაც ემოციური კეთილდღეობისთვის ტაბლეტები დასჭირდება.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები