9 ტატუ, რომლის საბედისწერო მნიშვნელობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის (9 ფოტო)
9 ტატუ, რომლის საბედისწერო მნიშვნელობის შესახებ ბევრმა არაფერი იცის  (9 ფოტო)
ლამაზ და მომხიბლავ ტატუს შესაძლოა, საპირისპირო მნიშვნელობა ჰქონდეს. შეიტყვეთ, რომელ ნახატს უნდა უფრთხილდეთ.

ნეფერტიტი

...მშვენიერი ეგვიპტელი დედოფლის გამოსახულებას, მიუხედავად მისი სილამაზისა და ძლიერი მაგიური ენერგიისა, მარტოობა და უბედურება მოაქვს.





დრაკონი

აღმოსავლური გველისმაგვარი ხვლიკისგან განსხვავებით, რომელსაც იღბალი მოაქვს, დასავლური (ევროპული) ფრთიანი დრაკონი ბოროტების, სიმუხთლისა და ეშმაკობის განსახიერებაა.





პეპელა

მშვენიერ პეპელას, რომელიც სილამაზესა და გრაციას განასახიერებს, უხერხული მინიშნებაც აქვს - ასეთი ტატუს პატრონი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია. დაფიქრდით, ღირს კი ამგვარი სიმბოლოს არჩევა.





ჭიამაია

ეს ნაზი მწერი ბავშვობიდან ნაცნობი და საყვარელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სხვა მნიშვნელობა - ღალატი.
იგი ზევსისა და მისი მოღალატე მეუღლის ლეგენდასთან არის დაკავშირებული. ქალი, რომელმაც შეყვარებულს უღალატა, მწერის გარსში აგრძელებდა სიცოცხლეს.



ვარდი

ფრთხილად იყავით ტატუს ფერთან. თუკი რაიმე ორიგინალური გსურთ, მაშინ იცოდეთ, რომ ცისფერი ვარდი მიუღწევლისკენ სწრაფვის ნიშანია, ხოლო შავი - ნაღველისა და მწუხარების.





წითელი ყაყაჩო

კაშკაშა ყვავილი, მიუხედავად მისი წითელი ფერისა, რომელიც ბევრ შემთხვევაში სიყვარულს გამოხატავს, ტატუს სახით სიკვდილისა და მუდმივი ძილის სიმბოლოა.





კრაზანა

ოდესღაც ფუტკრებთან ერთად აღმერთებდნენ და მონდომებისა და შრომისმოყვარეობის სიმბოლოს წარმოადგენდა. სინამდვილეში კი კრაზანა ეგოისტურ, დამოუკიდებელ ხასიათზე მიგვანიშნებს, რომელიც ზოგჯერ აგრესიაში გადადის.





სარკე

ამ საგნის გარშემო ბევრი ნიშანი და ავბედითი გადმოცემა არსებობს, რამაც ის მართლაცდა მისტიკურად აქცია. ყველაზე საოცარი საგნების არეკვლით, სარკეს თქვენს ცხოვრებაში როგორც კარგის, ისე ცუდის მოტანა შეუძლია.







ბუ

დღეს ბუ სიბრძნის, ნათელი აზრისა და სულის სიძლიერის სიმბოლოა, მაგრამ ეს ფრინველი იმქვენიურ ცხოვრებასთან, შავ მაგიასთან და ნაღველთანაც ასოცირდება. მადაგასკარზე ისიც კი სჯერათ, რომ ბუები საფლავებზე კუდიანებთან ერთად ცეკვავენ.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები