კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ
კანონიერი ქურდები, მახვშები, უხუცესები და ხევისბერები - არაფორმალური უმაღლესი პირები, რომლებიც ადამიანებს აკონტროლებდნენ
საქართველოში ოდითგანვე იყვნენ არაფორმალური მმართველები, რომელთაც არცთუ ისე იშვიათად, გაცილებით მეტი უფლება ჰქონდათ, ვიდრე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელს. ამიტომაც იყო, რომ ამ არაკანონიერ მმართველთან ახლო ურთიერთობის დამყარებას დანიშვნის პირველი დღიდან ცდილობდა კანონიერი ხელისუფალი.

მმართველის საინტერესო ტიპი იყო ხევისბერი, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო კანონიერი ხელისუფლების დანიშნული. ხევისბერი წინამძღოლი იყო არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, მასვე ევალებოდა საომარი და სამართლებრივი საკითხების წარმართვა და გადაწყვეტა. ფუნქციონალურად ერთმანეთს უტოლდებოდა ხუცეს-ხელოსანთა ინსტიტუტი ხევსურეთში და ხევისბერის ინსტიტუტი - ფშავში. ხევისბერების სათავეში იდგა თავხევისბერი, რომელსაც ყველა ხევისბერი ემორჩილებოდა. თავხევისბერს ეკითხებოდა სათემო საქმეები. ის ხელში ლაშარის დროშით და ჯვრით აფიცებდა და წინ მიუძღოდა საომრად მიმავალ ლაშქარს.

...ხევისბერთა შორის საზოგადოებრივ-ადმინისტრციული ფუნქცია ასე იყო განაწილებული: თითოეულ თემში საქმეებს აწესრიგებდა თემის ხევისბერი და გვარის ბჭეები. თუ საქმეს ხევისბერი ვერ გადაჭრიდა, ან ეს მისთვის სამძიმო იყო, მაშინ თავხევისბერს მიმართავდნენ, რომლის გადაწყვეტილება თემისათვის სავალდებული იყო. თავხევისბერს ებარა ლაშარის დროშაც. ლაშქრობისა და ზავის საქმეს არჩევდა და წყვეტდა თორმეტივე თემის საერთო ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავხევისბერი. ამისთვის იწვევდნენ ყველა
თემის ხევისბერებს და გვარის საპატიო მოხუცებს, რომლებიც იკრიბებოდნენ მათურხევასთან, დამასტეს მინდორზე ან ღელეში, სადაც ღამისთევით დგებოდნენ და თან თავიანთი სურსათიც მიჰქონდათ, თემების ამ ყრილობაზე წყდებოდა ზავისა და ლაშქრობის საქმე და აქედან ყველანი ლაშარის გორაზე ადიოდნენ. ლაშარში თავხევისბერი გამოიტანდა დროშას და ყველანი ფიცს დებდნენ. თუ მტერზე გალაშქრება გადაწყდებოდა, თავხევისერი ხელში დროშით ლაშქარს წინ მიუძღოდა და ყველა თემი ერთად იბრძოდა.

არაფორმალურ მმართველად შეგვიძლია მივიჩნიოთ მახვშიც, რომელიც სვანეთში თითქმის იგივე ფუნქციებს ასრულებდა, რასაც ხევისბერი. სვანეთში დამკვიდრებული იყო თემის მმართველობის მეტად დემოკრატიული ფორმა: მახვშს, ანუ თემის მეთაურს, თემის საერთო კრება ირჩევდა. კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა თემის ორივე სქესის ზრდასრულ (20 წლის) წევრს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი. სვანეთში სახნავ-სათესი მიწები კერძო საკუთრებაში იყო, სათიბ-საძოვრები და ტყე - საერთო სათემო სარგებლობაში. ამის გარდა არსებობდა ხატის ტყე და მიწა, რომელიც ეკლესიის მოთხოვნებისა და რელიგიურ დღესასწაულებისათვის გამოიყენებოდა. მახვში არეგულირებდა სათიბ-საძოვრითა და ტყით სარგებლობის პროცესს, საძოვრების მონაცვლეობის, მიწის განაწილების, ნაკვეთების საზღვრის დადგენის საკითხებს და სხვა. ყველა სადაო საკითხს მახვში პირადად განიხილავდა 4-5 კაცის თანდასწრებით.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები