"რამდენჯერაც ამ ფოტოს დავხედავ, იმდენჯერ მახსენდება ჩემი სულელური საქციელი"
"რამდენჯერაც ამ ფოტოს დავხედავ, იმდენჯერ მახსენდება ჩემი სულელური საქციელი"
ეს ფოტო 1947 წლით თარიღდება. მასზე თბილისის ერთ-ერთ ბაღში 2 სკოლის მოსწავლე გოგონაა ასახული: მედეა ამაშუკელი და მერი ზარიძე.

ერთი-ერთი ბებიაჩემია... პატარა რომ ვიყავი, ჩემი მშობლები სწავლობდნენ, ამიტომ ძირითად დროს ბებიასთან ერთად, შინ ვატარებდი. ბებო სულ რაღაცას აკეთებდა, ალაგებდა, რეცხავდა, ნაირ-ნაირ სადილს ამზადებდა, ხაჭაპურს მიცხობდა. მეც იქვე ვიყავი, სამზარეულოს მაგიდაზე მეწყო სახატავი რვეული, ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები; ვხატავდი და ვხატავდი... პარალელურად ამისა, ძალიან მიყვარდა საოჯახო ალბომების თვალიერება, შემეძლო კვირაში რამდენჯერმე გადმომეწყო
და გადამეშალა, არა და არ მბეზრდებოდა ეს "საქმე". ერთხელაც, როცა
ბებიასა და მისი მეგობრის შავ-თეთრი ფოტო ვნახე, გადავწყვიტე, მასში რაღაც "ცვლილება" შემეტანა და ვარდისფერი ფლომასტერით ლოყები "გავუფერადე" - ანუ მათ ღაწვებზე პატარა წრეები მოვხაზე. მერე მივედი ბებოსთან და "ვახარე": ნახე, შენ და მერის "რუმიანა" წაგისვით-მეთქი.
...
იმ დროს სკოლის მოსწავლეც არ ვიყავი, მაგრამ მაინც ძალიან კარგად მახსოვს მისი სახე და თუ როგორ ეწყინა ჩემი საქციელი. არ უყვირია, არც უჩხუბია, უბრალოდ მისაყვედურა:
- ბებო, ეს რა ქენი?! რატომ გააფუჭე?! ეს ფოტო ისე მიყვარსო...
შემდეგ შეეცადა, საშლელით მოეშორებინა "რუმიანა'', მაგრამ ცხადია, უშედეგოდ...

რამდენიმე დღის შემდეგ, ფოტო ჭავჭავაძეზე, "ავრორას'' ახლოს, ერთ-ერთ ეზოში გახსნილ ფოტოატელიეში მივიტანეთ. სად იყო
მაშინ ფოტოშოპი და სხვა მსგავსი ტექნოლოგიური ფუფუნებანი. ფოტოგრაფმა გვითხრა, ცდას აზრი არ აქვს, ქაღალდი გაფუჭდება, ლოყებზე ამ ვარდისფერ წრეებს ვერაფერს მოვუხერხებო...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები