40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა იმუშაონ – უახლესი კვლევის შედეგები
40 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა იმუშაონ – უახლესი კვლევის შედეგები
მართალია ადამიანებს არ უყვართ აღიარება, მაგრამ ასაკთან ერთად ისინი ნაკლებ შრომისუნარიანები ხდებიან. ასაკთან ერთად სიდინჯე მატულობს, მაგრამ ფოკუსირებისა და კონცენტრირების უნარი იკლებს. ამავე დროს იკარგება სწრაფი რეაქციის რეფლექსიც. მეცნიერთა ჯგუფმა მელბურნიდან დაამტკიცა, რომ კვირაში 30 საათიანი სამუშაო გრაფიკი კარგია კოგნიტური
უნარების გაუმჯობესებისთვის, მაგრამ ის ნაყოფიერი მუშაობის ხარისხს ამცირებს.

კვლევაში 3500 ქალი და 3000 მამაკაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 40 წელი იყო. კვლევის მონაწილეებმა ის ტესტები გაიარეს, რომელიც მათი კოგნიტუირ უნარების შესაფასებლად სპეციალურად შეიქმნა. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობდნენ, კოგნიუტი უნარების მკვეთრი შემცირება აღენიშნათ. კვლევის ავტორი კოლინ მაკენზი ამბობს, რომ რაღაც ეტაპზე ინტელექტუალური განვითარება 40 წლის ასაკში კარგია და ეს გამოიხატება სხვადასხვა რთულ დავალებაზე მუშაობისას თუ კროსვორდების ამოხსნისას. სამაგიეროდ ზედმეტი სტიმულაცია უარყოფით ეფექტს იძლევა. გამოიკვეთა, რომ 40 წლის ასაკის ადამიანებისთვის იდეალური სამუშაო დრო კვირაში 3 დღეა. პროფესორის მტკიცებით, არსებობს ზღვარი აქტიურობასა და გადატვირთვას შორის. ამდენად, ადამიანებისთვის არასრული სამუშაო გრაფიკით დატვირთვა, მათ უფრო პროდუქტიულებს გახდის.

...
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები