"არცთუ შორეულ მომავალში ფული მხოლოდ ელექტრო სახით იარსებებს" - რას პროგნოზირებენ ასტროლოგები მომდევნო 7 წელიწადში
"არცთუ შორეულ მომავალში ფული მხოლოდ ელექტრო სახით იარსებებს" - რას პროგნოზირებენ ასტროლოგები მომდევნო 7 წელიწადში
"15 მაისს ურანის ინგრესია შედგა, ანუ ურანმა ვერძის ნიშნი დატოვა და კუროში გადავიდა, სადაც ის 2026 წლის მაისამდე იმოძრავებს, ასეთი ვრცელი პერიოდი განპირობებულია იმით, რომ ურანი მძიმე პლანეტათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც საკმაოდ ნელა მოძრაობენ. თუმცა მას მერე რაც აგვისტოს თვეში
რეტროგრადულობის ფაზაში გადავა, კუროს მე-3 გრადუსიდან უკუსვლით იწყებს მოძრაობას და ნოემბერში დროებით კვლავ ვერძის ნიშანში დაბრუნდება, სადაც მომავალი წლის მარტამდე დაჰყოფს. რის შემდეგ უკვე საბოლოოდ გადმოვა კუროში მთელი 7 წლით.

რომ გავაანალიზოთ რას მოიტანს ურანის ასეთი მოგზაურობა, უნდა გავიხსენოთ რა თემებს განაგებს კუროც და თავად ურანიც.

...ასტრომოყვარულებმა კარგად იციან, რომ კუროს ზოდიაქოს ჩვენი რესურსების მართვა აბარია. რესურსებში იგულისხმება როგორც ფიზიკური ძალ-ღონე, ამტანიანობა, ისე მატერიალური შემოსავლები, ფინანსები.

რაც შეეხება ურანს, ის ცვლილებების და სიახლეების პლანეტაა. ურანი მართავს მოულოდნელობებს, მის განკარგულებაშია ბუნების ისეთი მოვლენაც, როგორიც გახლავთ ელვა, შესაბამისად ელექტროობაც ურანის განკარგულებაშია. ისევე, როგორც თანამედროვე და სუპერ ახალი ტექნოლოგიები. ურანის თემებია ასევე კოსმონავტიკაც, ავიაციაც, ასტროლოგიაც, ასტრონომიაც და ფიზიკაც.

ალბათ უკვე ხვდებით, რომ მომდევნო წლებში, ვიდრე ურანი კუროში იმოძრავებს, ყველა აქ ჩამოთვლილ თემებში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება. მოხდება მოულოდნელი ტექნოლოგიური აღმოჩენები, მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიო ფინანსური სისტემა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები