როგორ მოხვდა ეკონომისტი "ვატიკანა" "ჩემი ცოლის დაქალებში" და რა საერთო აქვს ლევან ლაშხს პერსონაჟთან
როგორ მოხვდა ეკონომისტი "ვატიკანა" "ჩემი ცოლის დაქალებში" და რა საერთო აქვს ლევან ლაშხს პერსონაჟთან
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლის ყურადღება ახლა განსაკუთრებით ერთი გმირისკენ, ვაკელი ვატიკანასკენ არის მიპყრობილი, რომლის დაფარული მხარეები თანდათან იკვეთება. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან, მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ბევრს გაუკვირდება,
რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი.

ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის მეორე როლია. დამწყები მსახიობი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა და გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

...- ლევან, ახალი სახე ხართ კინოში. როგორ აღმოჩნდით "ჩემი ცოლის დაქალებში"?

- სოციალური ქსელიდან მიპოვეს, დამირეკეს, გავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს. ეკონომისტი ვარ. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადავდგი - მეტყველების პრობლემა მქონდა. ბავშვობაში მეზობელმა შემაშინა და მეტყველების პრობლემა შემექმნა. უმაღლესში ჩაბარების პერიოდში მეტყველება არ მქონდა გამოსწორებული. ვნანობ, რომ არ ჩავაბარე, რადგან ამის გამოსწორება შეიძლებოდა.

ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია როგორც ჩემი პროფესიით, სხვა განხრითაც. 16 წლიდან ვმუშაობ, ჯერ თურქეთში დავდიოდი სეზონურად, სადაც დაივინგის ინსტრუქტორი ვიყავი. შემდეგ ტურისტულ სფეროში გადავერთე, სასტუმროების ქსელებში ვსაქმიანობდი. ახლა მენეჯერი ვარ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები