საიდუმლო ნაცისტური ორგანიზაცია, რომელიც სუფთა რასის შექმნაზე მუშაობდა... როგორ გამოიყურებოდნენ მათი შექმნილი ბავშვები მომავალში...
საიდუმლო ნაცისტური ორგანიზაცია, რომელიც სუფთა რასის შექმნაზე მუშაობდა...  როგორ  გამოიყურებოდნენ  მათი  შექმნილი  ბავშვები  მომავალში...
ყველას კარგად მოეხსენება, მესამე რეიხის დროს გერმანელები აქტიურად ეწეოდნენ პროპაგანდას იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანელი ერი აშკარად უპირატესი იყო სხვა ერებთან შედარებით. ნაცისტებს გულწრფელად სჯეროდათ საკუთარი თეორიის. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ სხვა ერების დაკნინებასა და მათი მორჩილების მოპოვებას.

საკუთარი ერის მომავალი მათ გენეტიკური ფონდის დახვეწით წარმოედგინათ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საიდუმლო პროგრამა სახელწოდებით Lebensborn, რაც სიცოხლის საწყისს ნიშნავს.

...თავდაპირველი პროგრამა გულისხმობდა სუფთა ჯიშის გერმანელი მანდილოსნების შერჩევას, რომლებიც გერმანელი ოფიცრებისგან უნდა დაფეხმძიმებულიყვნენ. ვარაუდობდნენ, რომ ასეთი კავშირისაგან სუპერბავშვები უნდა დაბადებულიყვნენ და სწორედ ეს სუპერბავშვები
განაპირობებდნენ
მომავალში გერმანელების მსოფლიო ბატონობას. ამ ექსპერიმენტის ყველაზე ცნობილი შედეგი გახდა ანი ფრინგ ლინგსტადი, ლეგენდარული ჯგუფის, აბბა-ს სოლისტი, თუმცა ძალიან მალე გერმანელების ექსპერიმენტი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა.

ამ ექსპერიმენტისთვის შერჩეულ ქალებს სპეციალურ ინკუბატორშიო ასახლებდნენ, სადაც იდეალური პირობები იყო შექმნილი ნაყოფის განვითარებისთვის. ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება გახლდათ პანსიონი მიუნხენის მახლობლად, რომელიც 1936 წელს გაიხსნა. ევროპის დაპყრობის შემდეგ კი გერმანული პროგრამა გერმანიის საზღვრებს გარეთაც ამოქმედდა და ყველაზე დიდ წარმატებას ნორვეგიაში მიაღწია. გერმანელები ადგილობრივ ცისფერთვალა გოგონებს საკუთარი პროგრამისთვის იდეალურ მასალად მიიჩნევდნენ. ნორვეგიელი ქალებისთვის კი გერმანელ მამაკაცებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება ომის დროს მშვიდობიანად ცხოვრების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, მიუხედავად  იმისამ, რომ ეს ქალბატონები რეალურად მოსიარულე ინკუბატორები იყვნენ, რომლებიც სუპერბავშვებს ავითარებდნენ საკუთარ ორგანიზმში, გაჩენილ ბავშვებს კი მათ აუცილებლად ართმევდნენ.

ამ პროექტის არსებობის პერიოდში გერმანიაში დაახლოებით 8 000 სუპერ ბავშვი დაიბადა, ნორვეგიში კი - დაახლოებით 12 000.  განაგრძეთ  კითხვა


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები