ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც გარდაცვლილი ადამიანები არიან
ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც გარდაცვლილი ადამიანები არიან
სიკვდილი ბუნებრივი, აშკარა ცხოვრებისეული ფაქტია. სწორედ ამიტომ, ასე თუ ისე, ყველას ჰქონია საყვარელი ადამიანისა თუ შინაური ცხოველის დაკარგვის უსიამოვნო გამოცდილება. როგორც ირკვევა, ბიზნესი ამ სფეროშიც კი შეიძლება იყოს ორიგინალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკმაოდ სარფიანიც კი. ქვემოთ მოყვანილი მაგალითები დაგარწმუნებთ, რომ სიკვდილთან დაკავშირებული ბიზნესის რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე როდესმე წარმოგედგინათ.


„უკვდავი საღებავი“
...ფაქტი, რომ თქვენ ცოცხალი აღარ ხართ, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ტატუს არ შეუძლია სიცოცხლის გაგრძელება. ორგანიზაცია NAPSA (The National Association for the Preservation of Skin Art) ფლობს ვებ-საიტს (www.savemyink.com), რომელიც ემსახურება გარდაცვლილთა ტატუების შენახვას შთამომავლობისთვის. კომპანია თავის სერვისს ოფიციალურად სთავაზობს დამკრძალავ ბიუროებს.

გარდაცვლილთა ტატუების შენახვა და დამუშავება ძალიან შრომატევადი საქმეა, ამიტომ კომპანიის მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. მიუხედავად ამისა, ეს მეტად ორიგინალური ბიზნესი აშშ–ში ერთ–ერთ ყველაზე ეკონომიკურად პროგრესირებად და სარფიან საქმიანობად იქცა. საინტერესოა, იქნება თუ არა ათწლეულების შემდეგ საცხოვრებელი სახლები მორთული იმ ადამიანთა ტატუებით, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან?








“სისხლიანი მოახლეები“
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკული კომპანია BAXTER RESTORATION აკეთებს იმას, რასაც უბრალო მოახლე თუ დამლაგებელი ვერ გააკეთებდა.

კომპანია უზრუნველყოფს იმ გარემოს სრულად აღდგენასა და დასუფთავებას, სადაც ჩადენილ იქნა მკვლელობა, თვითკვლელობა, მოხდა აფეთქება თუ სხვა უბედური შემთხვევა.

BAXTER RESTORATION აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილზე შექმნას ნაკლებად სევდიანი ატმოსფერო და გარემოს დაუბრუნოს პირვანდელი სახე.




“უკანასკნელი სურვილი“
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველდღიურად საშუალოდ 155 000 ადამიანი ტოვებს დედამიწას, აქედან საშუალოდ 30 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება სრულიად მოულოდნელად - გულის შეტევით ან უბედური შემთხვევით. სწორედ ეს აღმოჩნდა გერმანელი ვოლფგანგ გაბლერისთვის ინსპირაციის წყარო, რომ შეექმნა აპლიკაცია YOURLASTWILL, რომლითაც მისცემდა ად
ამიანებს საშუალებას წინასწარ დაეჭირათ თადარიგი და დაეტოვებინათ შეტყობინება სასურველი პიროვნებისთვის. ამ აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია წინაწარ ჩაწერო ვიდეომესიჯი შვილისთვის, საყვარელი მეუღლისთვის, და-ძმისთვის და მტრისთვისაც კი და უთხრა ის, რის თქმასაც სიცოცხლეში ვერ ბედავდი. აპლიკაციაში კონკრეტულად უთითებ ადრესატს, რომელიც მესიჯს მიიღებს თქვენი გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სიცოცხლეშივე ეკისრება თქვენთვის სანდო პიროვნებას, რომელსაც გადაეცემა საიდუმლო QR კოდი, რათა გაიაროს ავტორიზაცია და გაუგზავნოს ადრესატს თქვენ მიერ დატოვებული გზავნილი.

ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ აპლიკაციის ერთ–ერთი მომხმარებლის მიერ ჩაწერილი ვიდეო:






მოლაპარაკე საფლავის ქვა
ერთია კომპანია, რომელიც იძლევა გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობას აპლიკაციის საშუალებით, ხოლო მეორე სრულიად განსხვავებული და უცნაური ხერხია გააგზავნო შეტყობინება პირდაპირ საკუთარი საფლავიდან.

იდეა ეკუთვნის კალიფორნიის შტატში არსებულ სარეკლამო და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიის პრეზიდენტს რობერტ ბეროუს.

როგორც ბეროუ განმარტავს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ეს ინოვაციური გამოგონება საშუალებას აძლევს ადამიანებს ჩაწერონ ვიდეო მესიჯი ოჯახის წევრებისთვის ან სრულიად უცხო ადამინებისთვისაც კი. ''ჭირისუფლებს შეუძლიათ უბრალოდ დაიკავონ ადგილი ეკრანის მახლობლად და ისიამოვნონ სანახაობით'' - აცხადებს იდეის ავტორი.

რობერტ ბეროუ წარმოიდგენს მომავალს, სადაც სასაფლაოს სტუმრები გადაიხდიან შესვლის საფასურს, რათა იხეტიალონ საფლავებს შორის და მოუსმინონ გარდაცვლილთა საიდუმლოებებსა თუ უკანასკნელ რჩევებს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები