რატომ გაუქმდა 17 მაისს კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტების დაგეგმილი აქცია?
რატომ  გაუქმდა  17  მაისს   კანცელარიასთან  ლგბტ  აქტივისტების  დაგეგმილი  აქცია?
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მთავრობის კანცელარიასთან აქცია აღარ გაიმართება:

"ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოხატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია, რათა ხელი არ
შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში".

...ლგბტ აქტივისტები აქციის გაუქმების მიზეზად ბოლო დროინდელ განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ.

აქტივისტები აცხადებენ, რომ 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული მათ მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს.

"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები