რეალურად ვინ არის გამოსახული ფოტოზე,რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
რეალურად ვინ არის გამოსახული ფოტოზე,რომელიც დღემდე ნატო ვაჩნაძე გვეგონა
საქართველოს სახალხო არტისტი - ალექსანდრა თოიძე ქართული დრამის თვალსაჩინო წარმომადგენელია. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მან მრავალ სცენურ სახეს შეასხა ხორცი. თუმცა, მოღვაწეობა თეატრიდან არ დაუწყია... 12 წელი ემსახურებოდა ქართულ კინოხელოვნებას და ეკრანის მშვენება უწოდეს... 22 წლის მანძილზე, მაყურებელმა შეიყვარა მის მიერ განსახიერებული: დეზდემონა, კორდელია, გაიანე, ირინა, ეკატერინე ჭავჭავაძე და ოთხ ათეულზე მეტი სასცენო როლი... როდესაც მოსე თოიძემ თამარ მეფე დახატა, მოდელად ალექსანდრა თოიძე გამოიყენა... სწორედ ალექსანდრა თოიძის ერთ-ერთი ფოტო ვრცელდება საზოგადოებაში ისე, თითქოს ნატო ვაჩნაძის იყოს, რის შესახებაც დავით ამირეჯიბმა გვიამბო...


დავით ამირეჯიბი, ალექ­სან­დრა თოიძის შვილიშვილი (ფსი­ქო­ლოგი, პროფესორი):
...
- ეს ფოტო კადრია ფილმიდან - "დინა ძაძუ", რომელიც გადაღებულია 1926 წელს, როდესაც ბებია 26 წლის გახლდათ. ფილმის კადრი ძალზე შთამბეჭდავია და ეს ფოტოც ამას ადასტურებს... განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები