ვინ იყვნენ "ამაზონელი ქალწულები", რომლებიც მუამარ კადაფს 20 წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებიან
ვინ იყვნენ "ამაზონელი ქალწულები", რომლებიც მუამარ კადაფს 20 წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებიან
ევროპაში მათ "ამაზონელებს" ეძახდნენ, აფრიკაში კი "ჰარის ალ-ჰასი", ანუ პირად დაცვას. ეს ქალები ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის დაცვის ელიტური ქვედანაყოფის წევრები იყვნენ, რომლებიც კადაფს 20 წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდნენ.

40 ქალწულისგან შემდგარი ჯგუფი 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. თავის დროზე, ქალებისაგან პირადი
დაცვის შექმნა გერმანელი მზვერავის, კარლ ჰანსის იდეა იყო. ჰანსის თეორიის მიხედვით, ქალებს მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა.

...ინფორმაციით, კადაფს სჯეროდა, რომ არაბ თავდამსხმელებს მცველ ქალებთან შეტაკება გაუძნელდებოდათ. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ქალი დაცვის წევრები კადაფის ექსცენტრიული ხასიათის ბრალია, ხშირად აღნიშნავდნენ, მის გამორჩეულ სიყვარულს ახალგაზრდა ქალების მიმართ. ამასთან, კადაფის აზრით, ამით ის ამტკიცებდა, რომ ლიბიაში ქალებიც ისეთივე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც კაცები.

ლიბიელი ქალები ფიცს დებდნენ, რომ კადაფისთვის დაიხოცებოდნენ, ისინი ვალდებულნი იყვნენ 24 საათის განმავლობაში კადაფის გვერდით ყოფილიყვნენ. წითელ ლაქწასმული და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი მცველი ქალები მუდამ ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს. განაგრეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები