ასტრონომების გაფრთხილება - "16 მაისს დედამიწას დაკარგული ასტეროიდი უახლოვდება"
ასტრონომების გაფრთხილება - "16 მაისს დედამიწას  დაკარგული  ასტეროიდი უახლოვდება"
EarthSky ბრიტანეთის ობსერვატორია Northolt Branch-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ დედამიწას "დაკარგული" ასტეროიდი 2010 WC9 უახლოვდება.

ასტეროიდი 2010 WC9 პირველად 2010 წლის 30 ნოემბერს შენიშნეს არიზონაში მდებარე Catalina Sky Survey-დან. მაშინ ასტრონომებს კოსმოსურ ობიექტზე დაკვირვების შესაძლებლობა მხოლოდ პირველ დეკემბრამდე მიეცათ, რის შემდეგაც ის თვალთახედვის არიდან გაუჩინარდა. თითქმის რვა წლის შემდეგ კი აშშ-ის ობსერვატორიის თანამშრომლებმა ისევ დააფიქსირეს 2010 WC9.

...ციური სხეული, რომლის დიამეტრი 60-130 მ-მდე მერყეობს, დედამიწას 16 მაისს, თბილისის დროით ღამის 02:05 საათზე მოუახლოვდება დაახლოებით 46 ათასი კმ/სთ სიჩქარით.

EarthSky განმარტავს, რომ ასტეროიდი დედამიწას 203 ათას კმ-ზე მოუახლოვდება, რაც მეტად ახლოდ შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ის ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე მანძილის 0,53-ს შეადგენს. თუმცა ასტრონომები ირწმუნებიან, რომ შეჯახების საფრთხე არ არსებობს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები