აირჩიეთ ბანქო და გაიგეთ, რა გელით მაისში
აირჩიეთ ბანქო და გაიგეთ, რა გელით მაისში
კარგად დაუკვირდით ტაროს ბანქოზე გამოსახულ ფიგურებს და ისე შეარჩიეთ...

#1

...შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ემოციებში გარკვევას შეგაძლებინებთ. ეს პერიოდი შეგიძლიათ, გამოიყენოთ იმ ქალებთან ურთიერთობების დალაგებაში, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ნუ ჩერდებით და ნუ ახშობთ სიყვარულს საკუთარი თავისა და სხვის მიმართ.
ემოციური ბალანსის საჭიროებას განიცდით, მაგრამ გადაჭარბება არ ღირს. გრძნობა არც უნდა გადააჭარბოთ და არც ჩაახშოთ, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი შინაგან შეუთავსებლობას გამოიწვევს. ეს ძალიან შემოქმედებითი პერიოდია, თქვენ ზრუნავთ საკუთარ თავზე და ლიდერის ჩვევებს აძლიერებთ.


#2

იმ შემთხვევაში, თუკი დაღლილი ბრძანდებით, თქვენი არჩევანი აღდგენის პროცესის
დასაწყისზე მიუთითებს. უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის მოდერნიზებას დაიწყებთ და ეს მოდერნიზაცია, ყველაფერთან ერთად, ჯანმრთელობასაც შეეხება.
თქვენ შესაძლოა, დაიწყოთ დიეტა ანდა ვარჯიში, წახვიდეთ სასეირნოდ ანდა სხვა ღონისძიებაზე, რომლებიც ჯანმრთელობას უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში თქვენ ყველაფერ უსარგებლოს მოიშორებთ. გაათავისუფლებთ ცხოვრებას სირთულეებისგან, გაამარტივებთ მას იმგვარად, რომ თქვენი შინაგანი და გარეგანი ფორმები დაბალანსებული იქნება.
შესაძლოა, შეიტყოთ, ვინ ხართ სინამდვილეში და რა არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში. მოვიდა დიდი შინაგანი ძვრების დრო. ტრანსფორმირების დროს იყავით ალერსიანი საკუთარი თავის მიმართ.


#3

ეს არჩევანი იმ აზრების რეალიზებას უკავშირდება, რომლებიც სხვა ადამიანებს წაადგებათ. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ერთად საერთო პროექტს წამოიწყებთ, რომლის შედეგებიც თქვენს მოგემსახურებათ და სხვებსაც.
უახლოეს მომავალში საკუთარი ღირსების გრძნობა თქვენში იმდენად მოიმატებს, რომ ამ კუთხით სხვა ადამიანების დახმარებასაც შეძლებთ. სხვების მიმართ თქვენი დახმარება ამავე პერიოდში დაფასდება.


#4

საკუთარ თავს უშიშრად წარადგენთ. მომავალ რამდენიმე კვირაში საკუთარ უხვ შინაგან ენერგიას გამოიყენებთ.
თქვენ მოსწყდებით ყველაფერს და წინ იმოძრავებთ. შეეცდებით, საკუთარი ხელოვნების გამოყენებას. თქვენი წარმმართველი ინტუიცია იქნება, ნუ შეგეშინდებათ რისკის!

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები