ტოპ 5 საოცნებო სასიძო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ტოპ 5 საოცნებო სასიძო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს ეს 5 ნიშანი იდეალური სასიძოს ყველა კრიტერიუმეს აკმაყოფილებს...

კურო
მართალია, კურო საშინაო საქმეებში არ დაგეხმარებათ (ვერ შეაცვლევინებთ ნათურას, ვერ მოარგებინებთ სანტექნიკოსის როლს, ვერ გააკრეჭინებთ ბალახს), მაგრამ აუცილებლად მოგცემთ ფულს დამხმარის ასაყვანად. მოკლედ, თქვენს პრობლემებს მოუგვარებელად არასდროს დატოვებს. მის გვერდით ფინანსური სტაბილურობა და ოჯახური იდილია გაქვთ გარანტირებული. ყველა დედას სურს, მისი შვილი ბედნიერი იყოს. რა თქმა უნდა, ასეთი სიძე სანთლით საძებარი ჰგონიათ.
...



კირჩხიბი
თუ ასტროლოგიაში ცოტა მაინც ერკვევით, არ გაგიკვირდებათ, რომ კირჩხიბი ამ სიაში მოხვდა. ეს მამაკაცები ოჯახისთვის არიან შექმნილები. როგორია კირხბი ქმარი? მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული. ფულს უაზროდ არასდროს ხარჯავს. მისთვის ცოლ-შვილი უპირველესი საზრუნავია. თავს კომფორტულად გრძნობს ოჯახის წევრებთან ერთად, ამიტომ სამსახურის შემდეგ შინ მიისწრაფის, ფუსფუსებს სამზარეულოში, გამგები მამა და კარგი აღმზრდელია. იზიარებს ცოლის ემოციებს და შიშს, მუდამ მზას არის საყვარელი ქალის მოსასმენად. რა თქმა უნდა, სიდედრის გულს უმარტივესად იგებს. მისთვის მეორე შვილი ხდება.



ლომი
წარმოსადეგი ლომი ყოველთვის საზოგადოების მაღალ ფენაში ტრიალებს და, ნებით თუ უნებლიეთ, ცოლს კარიერულ გზას უკვალავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული
ადამიანები ამაყები არიან, ამიტომ არასდროს შეგარცხვენენ ნათესავებში ან მეგობრებში. ვინაიდან ძალიან თავმოყვარეები არიან, არც თქვენს ღირსებას შეეხებიან (მაშინაც კი, თუ ძალიან გააბრაზებთ ან აწყენინებთ.) ლომს მეფური თვისებები აქვს, ცოლი დედოფლად მიაჩნია და შესაბამისად ექცევა. ის არ მოგაკლებთ ძვირადღირებულ საჩუქრებს. ლომი ენერგიით სავსეა. ამ ენერგიას პარტნიორსაც უნაწილებს, ამიტომ ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს წყვილი ადვილად უმკლავდება. მის გვერდით ცოლი არასდროს ვარდება აპათეაში. ეს მამაკაცი როგორც შინაგანად, ასევე ფიზიკურად ძლიერი და გამბედავია. მის გვერდით თავს ნამდვილ ქალად იგრძნობთ.



ქალწული
ყველა ქალი ოცნების კაცს სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს. ქალწულს ერთადერთხელ უყვარდება, მაგრამ ამ გრძნობას მთელი ცხოვრება გულით დაატარებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ. ეს კაცი უჩვეულოდ დისციპლინირებულია. არასდროს დაყრის წინდებს, დასვრილი ფეხაცმლით არ შეაჭრის ოთახში, არ დაავიწყდება მაგიდის ალაგება, არ დაეკარგება თავისი ნივთები და ა.შ. იცოდეთ, რომ თქვენგანაც მაქსიმალურ სისუფთავეს, მობილიზებას და წესრიგს მოითხოვს. მის გვერდით ფინანსურ კრიზისში არასდროს აღმოჩნდებით. თუ თქვენთვის ზემოთ ჩამოთვილი ფაქტორები მნიშვნელოვანია, ქალწული სათქვენო კაცია!



თხის რქა
თუ, თქვენი აზრით, ოჯახის შესაქმნელად ურთიერთგაგებაა საჭირო, თხის რქა საუკეთესო ქმრობას გაგიწევთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცი, პირველ რიგში, ქალის მეგობარი ხდება. მას შეუძლია ერთდროულად იყოს თქვენი მეუღლე და საუკეთესო ძმაკაცი. თხის რქა ყოველგვარ განვითარებაში შეგიწყობთ ხელს. თავს სტაბილურად და დაცულად გაგრძნობინებთ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები