უცხო ნომრიდან მირეკავენ...-დიახ, ვპასუხობ...
უცხო ნომრიდან მირეკავენ...-დიახ, ვპასუხობ...
უცხო ნომრიდან მირეკავენ:

– გისმენთ.
– არაბული იცით ხომ თქვენ ? – პირდაპირ მაჯახა ვიღაც კაცმა ნერვიული ხმით.
...– დიახ – ვპასუხობ.
– თქვენი ნომერი დათომ მომცა, რიგვავამ. ახლა ერთ ნომერს გამოგიგზავნით... თუ არ შეწუხდებით, დარეკეთ და არაბულად უთხარით, რომ თუ ქირის ფულს არ მოიტანს, რაც წინათ დავმართე, ისევ მაგას ვუზამ.
– ვის უნდა დავურეკო ?
– ერთ არაბს, აჰმედა ქვია... ჩემი ბინა იქირავა და ფულს არ იხდის.
– და წინათ რა დამართეთ ?
– ეგ თქვენი საქმე არაა... დათოს ხათრით გთხოვთ დახმარებას რა... ძალიან ახლოს ვართ
ჩვენ ოჯახებით – მეუბნება და ნომერს მაწერინებს. ცოტა ხანში ვურეკავ იმ არაბს:
– გამარჯობა, მე ბექა ვარ, თარჯიმანი...
– დიახ, გისმენთ. – მპასუხობს.
– ბატონმა გურამმა მთხოვა თქვენთვის დამერეკა, ასე მითხრა, გადაეცი, თუ ქირას არ გადაიხდის, ისევ იმას დავმართებ, რაც წინათ დავმართეო... ცუდად არ გამიგოთ, მე მხოლოდ თარჯიმანი ვარ.
– ოღონდ ეგ არ ქნას და ერთ საათში მივცემ ფულს ! – მპასუხობს არაბი შეშინებული ხმით. – დავეჭვდი, ეს გურამა რამეს ხომ არ ჩათლახობს–მეთქი, ამიტომ გადავწყვიტე გამერკვია:
– და რას აკეთებს ასეთს ?
– პოლიციაში რეკავს და ეუბნება, რომ მის საცხოვრებელ ბინაში არაბი ტერორისტია შეხიზნული და თავის აფეთქებას აპირებს.

თავი ვერ შევიკავე და ხმის ჩახლეჩამდე ვიცინე."



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები