სწორის ნაცვლად წრიული - რატომ გადაწყვიტა არქიტექტორმა ზედმეტი ფულის დახარჯვა? (3 ფოტო+ვიდეო)
სწორის ნაცვლად წრიული - რატომ გადაწყვიტა არქიტექტორმა ზედმეტი ფულის დახარჯვა?  (3  ფოტო+ვიდეო)
ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ურუგვაი ლამაზი ბუნებითა და თვალწარმტაცი ადგილებითაა ცნობილი. სულ ახლახან ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს ლაგუნაზე არასტანდარტული ხიდი (Laguna Garzon Bridge) გაიხსნა, რომელიც ორ დეპარტამენტს - მალდონადოსა და როჩას ერთმანეთთან აკავშირებს.

ამ პროექტის დამკვეთმა ურუგვაის მთავრობამ, 5 მილიონად შეფასებული სწორი
ხიდის ნაცვლად, 11 მილიონის დახარჯვა და წრიული ხიდის აშენება გადაწყვიტა.

...



ყველაზე საინტერესო ზედმეტი ფულის ხარჯვის მიზეზია.
არქიტექტორი რაფაელ ვინიოლის (Rafael Vignoli) აზრით, სწორ ხიდზე ადამიანები სწრაფად ჩაიქროლებდნენ და ვერ მოასწრებდნენ ულამაზესი პეიზაჟით ტკბობას, ორიგინალური, წრიული ხიდი კი მძღოლებს აიძულებს, მდინარის გადაკვეთისას სიჩქარე შეანელონ და პირველყოფილი ბუნების სილამაზით დატკბნენ.



ხიდის აგებამდე ამ ადგილზე ბორანი მოძრაობდა, მაგრამ მას მხოლოდ ორი ავტომობილის გადაყვანა შეეძლო, რაც გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობას ართულებდა. ახალ, წრიულ ხიდზე კი დღეში 1000-მდე მანქანა გადაადგილდება.



„Laguna Garzon Bridge“ ორი მოხრილი ხიდისგან შედგება. კონსტრუქციის რადიუსი 61,5 მეტრს შეადგენს. ამასთანავე, ხიდზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკიცაა.
ხიდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები