რისთვის არის საჭირო ავტომობილის საქარე მინაზე ეს შავი წერტილები? ის, რაზეც ადამიანების 99% წარმოდგენაც კი არ აქვს!
რისთვის  არის  საჭირო  ავტომობილის  საქარე  მინაზე  ეს  შავი  წერტილები?  ის,  რაზეც  ადამიანების  99%  წარმოდგენაც  კი  არ  აქვს!
ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ნივთებს, რომლებიც ხშირად გამოყენებადია, თუმცა არასოდეს ვფიქრდებით თუ რისთვისაა ეს ნივთები საჭირო და რა არის მათი დანიშნულება.


დონატის ხვრელი
...ეს სასუსნავი, რომელიც ძალიან მოთხოვნადია თანამედროვე ქალაქებში, რამდენიმე ასეული წლისაა. დღესდღეობით კონდიტერებისათვის ადვილი დავალებაა ნებიმიერი ზომისა თუ ფორმის ნამცხვრის გაკეთება, თუმცა წარსულში უჭირდათ ნამცხვრის შუა ნაწილისა და კიდეების ერთნაირად გამოცხობა. ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს კონდიტერებმა, რომ ნამცხვრისთვის ასეთი ფორმა მიეცათ.


ნახევრად ტონირებული მანქანის ფანჯრები და წერტილები
ალბათ შეგიმჩნევიათ ზოგიერთი მანქანის საქარე მინაზე ტონირებული ნაწილი ან წერტილებიანი განივი ზოლი. ის მზადდება კერამიკული საღებავისაგან. მისი პირველადი დანიშნულებაა დაიცვას ულტრაიისფერი სხივებისაგან ის დასალუქი მასალა, რაც მინას ადგილზე იჭერს. მისი მეორე დანიშნულება კი იმ ჭუჭყის შეგროვებაა, რომელიც თავს იყრის მინის კიდეებზე. რაც შეეხება წერტილებს. ისინი ქმნიან სასიამოვნო ვიზუალს, რომელიც გადადის შავი ფერიდან უფერულში. ასევე ისინი ანაწილებენ ტემპერატურას საქარე მინის წარმოების დროს.


მზის სათვალე
თითქოს ამ ნივთს მხოლოდ ერთი დანიშნულება უნდა ჰქონდეს, რომელიც მის სახელთანაა დაკავშირებული. თუმცა, ყველაფერი არც ესე მარტივადაა.
მუქი სათვალე გამოიგონა არქტიკაზე მცხოვრებმა ხალხმა, რომლის დანიშნულებაც ბზინავი თოვლისაგან თვალების დაცვა იყო. იგი 12-ე საუკუნეში გავრცელდა ჩინეთში მოსამართლეებს შორის. მოსამართლეები მუქ სათვალეებს თავიანთი ემოციების დასამალად იკეთებდნენ.


რვეულის მინდვრები
რეალურად, რვეულის მინდვრები არ არის განკუთვნილი მასწავლებლის შენიშვნის ჩასაწერად.
სიმართლე ისაა რომ, ძველ დროში წიგნები ხშირად ხდებოდა იმ ვირთხებისა და თაგვების მსხვერპლი, რომელთაც ფურცლების ღრღნა უყვარდათ. ამიტომ, ადამიანებმა დაიწყეს ფურცლის კიდეებზე ცარიელი ადგილების დატოვება, რათა ასე ინფორმაციის განადგურების შანსი ნაკლები იყო.


გოლფის ბურთები
თავდაპირველად გოლფის ბურთები იყო აბსოლუტურად გლუვი. დრო და დრო, გოლფის მოთამაშეებდა შენიშნეს რომ, ძველსა და დაზიანებულ ბურთს უფრო კარგი მონაცემები ჰქონდა ვიდრე ახალს.
გოლფის ბურთების მწარმოებლებს ეს არ გამოპარვიათ, ამიტომ დაიწყეს ხელოვნურად დაზიანებული ბურთების წარმოება.


ნახევარი ქამარი
ეს ნაჭრისა თუ ტყავის პატარა ნაწილი შეიძლება ვიხილოთ ბევრი პიჯაკისა და ქურთუკის უკანა მხარეს. ნახევარი ქამარი პირველად გამოჩნდა სამხედრო პიჯაკებზე საუკუნეების წინ. იმ დროს, პიჯაკები იყო განსაკუთრებით განიერი და საჭირო იყო რამე ნაჭრის ნაწილით მისი შეკაპიწება. ნახევარ ქამრის მოხსნა ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი. განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო ღამით, როდესაც მას გადასაფარებლისა თუ საბნის ფუნქციას ანიჭებდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ნახევარ ქამარი მაინც შემოგვრჩა.


ხვრელები ბოქლომებში
ბოქლომს ძირითადად იყენებენ სახლის კარებისა და ეზოს კარიბჭის დასაკეტად, ასე რომ ისინი ხშირად ფუჭდება წვიმის გამო.
როდესაც ეს ხდება, ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ ყიდულობს ახალ ბოქლომს, ზოგიერთმა კი იცის მასზე მოთავსებული პატარა ხვრელის დანიშნულება. იგი იმისთვისაა რომ შეინახოს და საჭიროების შემთხვევაში დაღვაროს ზეთი. ამ პატარა პროცედურის შემდეგ, გასაღებით ისევ შეიძლება ბოქლომის გაღება.


ზოლები ყურსასმენის ჯეკზე
აქამდე აუცილებლად უნდა შეგენიშნათ ყურსასმენის ჯეკზე მოთავსებული 2 ან 3 ზოლი. მათ მხოლოდ დეკორაციული დანიშნულება კი არ აქვთ, არამედ თითოეული ზოლი დაკავშირებულია ორივე ყურსასმენთან პატარა სადენების საშუალებით და ისინი რომ არა ერთ-ერთ ყურსასმენში ხმას ვერ გავიგებდით.



მონეტის წვეტიანი კიდეები
ღარები მონეტებზე 16-ე საუკუნის ადრეულ წლებში გამოჩნდა. იმ დროს ადამიანები ხშირად აჭრიდნენ მონეტას პატარა მეტალს და ყიდდნენ მას. დაზიანებულ მონეტას ღირებულება მაინც იგივე ჰქონდა. ამის თავიდან ასაცილებლად შემოიღეს სპეციალური მონეტის დამუშავების მეთოდი. ამ მეთოდის მიხედით დამუშავებულ მონეტებს კიდეებზე ჰქონდათ ღარები. ასე უფრო მარტივი იქნებოდა დაზიანებული მონეტის თვალით შემჩნება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მსგავსი თაღლითობის ფაქტები მკვეთრადაა შემცირებული, მონეტის დამუშავების ეს მეთოდი მაინც გამოიყენება, როგორც ტრადიცია.



ფრჩხილის ნუნები
თუკი თქვენ კარგად უვლით ხელებს, მაშინ, წესით უნდა იცოდეთ რა არის ნუნები. ნუნები, ესაა კანის სქელი ფენა რომელიც განთავსებულია ფრჩხილის მიდამოებში. ადამიანების დიდი ნაწილი მას ხშირად იჭრის, მაგრამ სულ ტყუილად.
კანის ეს პატარა ნაწილი იმისთვისაა ფჩხილთან რომ დაიცვას იგი ბაქტერიისაგან. ნუნების მოჭრის შემდეგ იმის შანსი დიდია რომ შეგეჭრათ ინფექცია. ნუნების მოჭრა ალბათ იდეალური მანიკურის მთავარი პირობაა, მაგრამ უნდა დაფიქრდეთ იმაზეც, რომ ეს საქციელი შეიძლება ძალიან სარისკო და ზიანის მომტანი იყოს თქვენთვის.


R-სიმბოლო
თუკი ოდესმე დაფიქრებულხართ თუ რატომ არის ზოგიერთი საფირმო ნიშნის გვერდით დაწერილი R რგოლში, პასუხი ძალიან მარტივია. ეს სიმბოლო უბრალოდ აღნიშნავს, რომ ეს ფირმა დარეგისტრირებულია ამერიკის შეერთებული შტატების საფირმო ნიშნების ოფისში. რას ნიშნავს იმას, რომ მას სრული უფლება აქვს უჩივლოს პირს, რომელიც გამოიყენებს ამ საფირმო ნიშანსა თუ ფირმის სახელს სხვა მიზნებისათვის, კომპანიასთან შეუთანხმებლად. ასევე ამ ოფისში დარეგისტრირების შემდეგ კომპანიას ენიჭება უფლება გამოიტანოს ბაზარზე თავისი პროდუქტი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები