7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები
7 საქორწილო კაბა, რომელიც ისტორიას დარჩა - ნახეთ, ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარძლები
სულ მალე პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართება. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელებში იხსენებენ საქორწინო კაბებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მსოფლიო აღაფრთოვანა.

გამოცემა ELLE წერს 7 კაბის შესახებ, რომელიც ცნობილ ადამიანებს საკუთარ ქორწილში ეცვათ და დღემდე ბევრი დიზაინერის მუზაა.

...ქეით მიდლტონი (2011 წლის 29 აპრილი)



კემბრიჯის ჰერცოგინიის დიზაინერი მოდის სახლის ალექსანდრ მაკქუინის კრეატიული დირექტორი, სარა ბერტონი იყო. კაბა ინგლისური ტრადიციების მიხედვით შეიქმნა, სხვადასხვა სიმბოლური ყვავილის ფორმით. ქეითს ამშვენებდა ბრილიანტის ტიარა, რომელიც მანამდე დედოფალს, ელისაბედ მეორეს ეკუთვნოდა.

გრეის კელი (1956 წლის 19 აპრილი)



გრეის კელის ლეგენდარულ კაბაზე ჰელენ როუზმა იმუშავა, როუზი კინოსტუდია „მეტრო გოლდენ მაიერის“ კოსტიუმების მხატვარი იყო. ზღვის მარგალიტებით გაწყობილი ულამაზესი აბის შექმნაში 30-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მას 6 კვირის განმავლობაში კერავდნენ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები