"ძააან მშიერ,დაღლილ-დაქანცულ,კრიტიკული დღე მქონდა. ძვლივს სახლამდე მოვბობღდი..."
"ძააან მშიერ,დაღლილ-დაქანცულ,კრიტიკული დღე მქონდა. ძვლივს სახლამდე მოვბობღდი..."
ძააან მშიერ,დაღლილ-დაქანცულ,კრიტიკული დღე მქონდა. ძვლივს სახლამდე მოვბობღდი, მარშუტის მძღოლს ლარიანი გავუწოდე, იმან კიდევ შემომხედა, თვალები ამიჟუჟუნა და გამიღიმა. მე კიდევ ერთხელ გავუწოდე, იმან კიდე გამიღიმა, მოკლედ არაფრით არ მართმევდა, მეთქი შენი პრანჭვის ნერვი არ მაქვს სახლში მეჩქარებათქო და ხურდას აღარც დაველოდე ისე მივუჯახუნე კარი და ჩემი მთელი გრაცია. გაბრაზებული ნაბიჯით წამოვედი სახლისკენ. ჩამოხტა ეს მძღოლი მარშუტიდან (ჩემზე მეტად გაბრაზებული) - არ მინდა შენი გასაღებიო და მესროლა თავში.
დაბლა დავიხედე, მარჯვენა ხელში ორი გაჩერების წინ მომზადებულმა ლარიანმა თვალი ჩამიკრა...
ნეტა მანახა ლარიანით რომ კარებს ვერ გავაღებდი, რამდენად აღვშფოთდებოდი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები