ქმარს საუკეთესო მეგობართან ვუღალატე
ქმარს საუკეთესო მეგობართან ვუღალატე
ყოველ ახალ წელს რეზოსთვის თვალებში შეხედვის მრცხვენია, რადგან მეუღლეს სამი წლის წინ სწორედ ახალი წლის ღამეს ვუღალატე საუკეთესო მეგობართან.
რეზო და ზაზა ბავშვობიდან მეგობრობდნენ და შეიძლება ითქვას, ზაზა ჩვენი ოჯახის წევრად მიმაჩნდა. მიუხედავად ასაკისა (35 წლის), დაოჯახებას არ ჩქარობდა. ამაზე მე და რეზო ხშირად ვეხუმრებოდით, სანამ ვინმეს ძალით არ დაგისვამთ სახლში, მანამდე ცოლის მოყვანაზე არ იფიქრებო.

ჩვენთან ხშირად რჩებოდა, ნასვამიც ყოფილა, მაგრამ ჩემთვის სხვა თვალით არასოდეს შემოუხედავს. იმ საბედისწერო წელს გადავწყვიტეთ, რომ რეზოს სამი მეგობარი, მეუღლეებით და ზაზა ახალ წელს
...ჩვენთან
შევხვედროდით.

ჩემს მეუღლეს იმ პერიოდში ძაღლმა უკბინა და აცრებს იტარებდა, ამიტომ სასმელი არ დაულევია. თენდებოდა, როცა სტუმრებმა სახლში წასვლა გადაწყვიტეს. საჭესთან ნასვამი ვერც ერთი ვერ დაჯდებოდა და მანქანები ეზოში დატოვეს, სახლებში კი რეზომ ჩამოარიგა.

ზაზა, რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩა. როგორც კი სტუმრები გავაცილე, საძინებელში შევედი და მისთვის ლოგინის გაშლა დავაპირე. ამ დროს შემომივარდა მთვრალი ოჯახის მეგობარი და მოფერება დამიწყო.

თავიდან გავუძალიანდი, მაგრამ მერე მეც მესიამოვნა და ამ საშიშ თამაშს ავყევი. რეზო რომ მოვიდა, უკვე ჩვენს ოთახში მეძინა. მეორე დღეს ზაზას ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მას შემდეგ ისევ ძველებურად რჩება ჩვენთან, რამდენიმეჯერ პირისპირ დავრჩით და იმ ღამეზე ხმა არ ამოუღია. ხანდახან ეჭვი მეპარება, არ ახსოვს, თუ თამაშობს და ყველაფერი წინასწარ დაგეგმა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები