"აქ, ემიგრაციაში, მა, ყველაზე მეტად შენ მენანები მარტოობისთვის! "
"აქ, ემიგრაციაში, მა, ყველაზე მეტად შენ მენანები მარტოობისთვის! "
"მე არ მახსოვს, როგორ იღიმებოდა დედა, როგორ ვყავდი გულზე მიხუტებული და ახლა, ასე უშედეგოდ შავ-თეთრ ფოტოებზე ვცდილობ მის გაცოცხლებას. ის წავიდა... მას მერე მამას ხელისგულების სითბო არ მანებებდა თავს. იცით, რა მიკვირს, როგორ მოახერხა, რომ არავის შევცოდებოდი, როგორ შეძლო გაეფერადებინა
ჩემთვის ბედის შავი ჩრდილები... 5 წლის ვიყავი, როცა დავობლდი და მას მერე ჩვენ ორნი ვეიმედებით ერთმანეთს. არაფერი დაუმალია ჩემთვის, მე ვიცოდი, რომ დედა აღარ მყავდა...
სკოლის ასაკიდან უფრო მეტად შევძელი გააზრება, ვინ იყო ზურა ჩემთვის...

ერთხელ მოსწავლეები ტილებზე შეგვამოწმეს, ჩემმა
...დამრიგებელმა დაუფიქრებლად თქვა: “ამ უდედო ბავშვს არაფერი სჭირს და თქვენს მშობლებს რა ღმერთი გაუწყრათ, დაუბანელი თავით რომ გიშვებენო“...
რამდენჯერ მინახავს მამას თვალებზე ცრემლი ტანსაცმლის გაუთოების დროს, რომ მიეწვებოდა ხოლმე ხელი... ჩვენ ერთად ვისწავლეთ საჭმლის კეთება, სახლის დალაგება და რაც მთავარია, ცხოვრება საყვარელი ქალის გარეშე...
სოფლიდან სტუმრად ჩამოსულ ბებია-ბაბუასაც კი არ უთმობდა ჩემს თავს. ბებოს უთქვამს, ჩვენ გავზრდით ნინოს, კაცი ხარ და ქალი გჭირდება, ვინმე შეირთეო. მაშინ პირველად გაებუტა მამა საკუთარ დედას.

მთელი ცხოვრება დაუღალავად შრომობდა, მასწავლა, გზაზე დამაყენა და არასდროს მივუტოვებივარ. ხანდახან შურდათ კიდეც და მეუბნებოდნენ, დედაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ჩვეულებრივი ქართველი კაცივით  იქნებოდა ეგეცო.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები