მონა ლიზას ღიმილის ს აიდუმლო კალიფორნიელმა მეცნიერმა ამოხსნა!
მონა  ლიზას  ღიმილის ს აიდუმლო  კალიფორნიელმა  მეცნიერმა  ამოხსნა!
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ამოხსნენს ლეონარდო დავინჩის ცნობილი სურათის, "მონა-ლიზას" ღიმილის საიდუმლო. ისინი აცხადებენ, რომ მის სახის გამომეტყველება დამოკიდებულია მისი დამთვალიერებლის ხასიათზე.
კვლევების თანახმად, ადამიანების აღქმა განისაზღვრება მათი ემოციებითა და სამყაროზე წარმოდგენით. პროფესორი ერიკა სიგელი აცხადებს, რომ მონა ლიზას
სახის გამომეტყველება უფრო მეტს ამბობს სურათის წინ მდგარ ადამიანზე, ვიდრე თავად პორტრეტზე.

კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაში 40 მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ადამიანებს, რომელთაც გამოკვეთილი დომინანტური თვალი ჰქონდათ, ორი სხვადასხვა გამოსახულება აჩვენეს. ერთი თვალი ხედავდა ნეიტრალური გამომეტყველების სახეს, მეორე - ადამიანებს აშკარა გამოხატული ემოციებით: ბედნიერების, გაბრაზების, ან შიშის. გაირკვა, რომ თუ ერთი თვალი ხედავდა მომღიმარი ადამიანის სახეს, მეორე თვალი ნეიტრალური გამომეტყველების სახეს ბედნიერად აფასებდა.
...
"თუ თქვენ ლუვრში თქვენი ცხოვრების საუკეთესო დროს შეხვალთ, აუცილებლად დაინახავთ მონა ლიზას საიდუმლო ღიმილს," - აცხადებს სიგელი.

2005 წელს მეცნიერებმა მონა ლიზას სახის კომპიუტერული პროგრამით შესწავლის შედეგად განაცხადეს, რომ მისი სახის 83% გამხატავს სიხარულს, 9 - ზიზღს, 6 - შიშს, ხოლო დარჩენილი 2 პროცენტი არის ბედნიერებისა და სიბრაზის ნარევი.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები