"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით
"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით
"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა...

მიხვდით, ალბათ, ეს იმ "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... სოსოს როლის შემსრულებელი მსახიობი რამაზ გიორგობიანი არაერთ პოპულარულ ფილმშია გადაღებული და
ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი.

...16 აპრილს რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების გარდა იუბილე არავის გახსენებია (არც კულტურის სამინისტროს, არც კინემატოგრაფისტებს), თუმცა მის დას, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია გაჩეჩილაძეს იმედი მაინც ჰქონდა, რომ რამაზს ვინმე გაიხსენებდა...


იხილეთ| ჩვენი საყვარელი სოსო - ფრაგმენტი "ცისფერი მთებიდან"

"ის 49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლო 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს ქალბატონი მაია.

პირველად კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვის პირველი როლი, სადაც კინოთი მოიწამლა კიდეც. რეჟისორმა ის შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. რამაზი ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარის ასისტენტმა მათემატიკის ოლიპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოეწონა. იმ ფილმით და რამაზის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები