"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი
"არ არის ისეთი ადამიანი, რომ წამოუაროს და ეს გააკეთოს... რაღაც ზომამდე მიიყვანეს" - 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის შვილი
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძე და ნათია გობაძე საზღვარგარეთ აპირებდნენ წასვლას და ხელიც ამიტომ მოაწერეს. ამის შესახებ ლიკა და ქეთი ბაქრაძეებმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადეს.

ქეთი ბაქრაძე: ბოლო პერიოდში რიგდებოდნენ შორდებოდნენ. მამას რაღაც გეგმები ჰქონდა.
უნდოდა რუსეთის ვიზა გაეკეთებინა. სავარაუდოდ, ხელიც იმის გამო მოაწერეს, რომ ერთად წასულიყვნენ.

...ლიკა ბაქრაძე: დავაზუსტებ, მამიდაჩემი საზღვარგარეთ იმყოფებდა და მას ელაპარაკა მამაჩემი, რომ ერთად უნდოდათ მას და ნათიას ერთად წასვლა საზღვარგარეთ.

ლიკა ბაქრაძემ გადაცემაში საუბრისას თაკო გამრეკელაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და მკვლელობის დღე გაიხსენა.

"მე და თაკოს კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლოს მას მკვლელობის დღეს ვესაუბრე და ჩემთან გამოსვლას აპირებდა. საღამოს საათები იყო, მირეკავს ჩემი და, რა ხდება ხო არ იცი, მამას პოლიცია ეძებსო. არაფერი ვიცოდი. ბოლო პერიოდში მამასთან ურთიერთობა იშვიათად მქონდა, პირადი უთანხმოების გამო. შემდეგ ახლობლის მესიჯი მომივიდა, რომ თაკოზე ასე ამბობენო და ხომ არ იცი რა მოხდაო. როგორია ეს დაიჯერო?! თან მითუმეტეს, როდესაც ვიგებ, რომ ეს ყველაფერი მამაჩემის გაკეთებულია" - ამბობს ლიკა ბაქრაძე.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები