როგორ გამოიყურება ყველაზე სიმპატიური ქართველი ექიმის შეყვარებული
როგორ  გამოიყურება  ყველაზე  სიმპატიური  ქართველი  ექიმის  შეყვარებული
რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში ირაკლი ვერულაშვილის ფოტოს გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა გინეკოლოგის ფოტო იმ კლინიკის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა, სადაც ექიმი მუშაობდა.

უსიმპატიურესმა გინეკოლოგმა მანდილოსნების აღფრთოვანება გამოიწვია და მთელი საქართველო მის შესახებ ალაპარაკდა.
ირაკლი ვერულაშვილთან დაკავშირება არა ერთმა ჟურნალისტმა სცადა, თუმცა, ახალგაზრდა ექიმმა ინტერვიუებზე უარი თქვა და ზედმეტ პოპულარობას თავი აარიდა.
...
მართალია, თავად პოპულარობას თავი აარიდა, მაგრამ მის მიმართ გაჩენილ ინტერესს ვერსად წაუვა და ფაქტიც სახეზეა. რამდენიმე დღის წინ, "რეიტინგს" ერთ-ერთმა მკითხველმა ახალი ამბავი
მიაწოდა. ყველაზე სიმპატიური ექიმი შეყვარებული ყოფილა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ვერულაშვილის რჩეული მარიამ ხაბეიშვილია. მარიამი ირაკლის მსგავსად სამედიცინო სფეროში მუშაობს, თუმცა, ექიმი არ არის, პიარ-მენეჯერია და კლინიკა "ინ ვიტროს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს.

მარიამისა და ირაკლის სასიყვარულო ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის და ჩვენი წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ ისინი დაინიშნენ კიდეც.   იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები