თირკმელების სისუსტის 7 ნიშანი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ
თირკმელების სისუსტის 7 ნიშანი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ აქცევენ
თირკმელები ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრ სამუშაოს ასრულებს, ამიტომაც ამ ორგანოს დასუსტებამ შეიძლება, ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს.

ექიმები თირკმელების პათოლოგიას „წყნარ მკვლელს“ უწოდებენ, ვინაიდან თავიდან ის სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. დიაგნოზის დასასმელად სამედიცინო გამოკვლევაა საჭირო, მაგრამ არსებობს მთელი რიგი ნიშნები, რომლებიც საყურადღებოა. თუკი ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც შეამჩნიეთ, აუცილებლად გაიარეთ გამოკვლევა.

...1. ენერგიის ნაკლებობა და კონცენტრაციის დარღვევა
როცა თირკმელები არასწორად მუშაობს, მაშინ ორგანიზმში ტოქსინები გროვდება, რაც ადამიანის გამოფიტვას და სწრაფად დაღლას იწვევს.

2. ცუდი ძილი
როცა სისხლის ფილტრაცია ირღვევა, ორგანიზმის ტოქსინების აკუმულირება ხდება. ეს კი,
თავის მხრივ, ძილის პრობლემებს იწვევს.

3. კანის სიმშრალე და ქავილი
თირკმელები არა მხოლოდ მეტაბოლიზმის პროდუქტებს გვაშორებს, არამედ ამავე დროს სისხლში მინერალების ნორმალურ კონცენტრაციას იცავს. კანის სიმშრალე და ქავილი იმაზე მიუთითებს, რომ გამომყოფი ფუნქცია დარღვეულია.

4. შარდდენის დარღვევა
შარდის სიხშირე შეიძლება როგორც შემცირდეს, ისე გაიზარდოს. თუკი შარდში სისხლი აღმოაჩინეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შარდში დიდი რაოდენობით ქაფიც, ასევე, ნეგატიური ნიშანია.

5. თვალებს ქვემოთ ტომრები
ეს სიმპტომი თირკმელების ფილტრაციული თვისებების შესუსტებაზე მიუთითებს, რის გამოც შარდში ცილები ხვდება.

6. ფეხების დაბუჟება
თირკმელები წყლის ბალანსის დაცვაზე აგებს პასუხს. სწორედ ამიტომ მათი მუშაობის დარღვევისას ქსოვილებში სითხის დაგროვება იწყება.

7. კუნთების სპაზმები
მინერალების დისბალანსმა, რომელსაც თირკმელების ფუნქციის დარღვევა იწვევს, შესაძლოა, კუნთების კრუნჩხვები გამოიწვიოს.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები