ცხოვრებაში რამდენჯერ გეწვევათ სიყვარული? - ამას თქვენი ზოდიაქოს მიხედვით გაიგებთ
ცხოვრებაში რამდენჯერ გეწვევათ სიყვარული? - ამას თქვენი ზოდიაქოს მიხედვით გაიგებთ
ადამიანმა არასდროს არ იცის, როდის გაუმართლებს სიყვარულში ან საერთოდაც - გაუმართლებს თუ არა, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი.

ვერძი
ვერძს უყვარს საკუთარი თავი, მეგობრები, ოჯახი და პარტნიორი. თუკი მას შეუყვარდება, ეს სამუდამოდაა. ის რომანტიკული ბუნებისაა, რომელმაც შესაძლოა, ქორწინებაზე არ იფიქროს, მაგრამ სურს, ყოველ დილას ცხოვრების ერთადერთ სიყვარულთან ერთად გაიღვიძოს. მას ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეწვევა.
...
კურო
კურო უიმედო რომანტიკოსია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველდღე ვიღაც უყვარდება. ამის მიუხედავად, ის კარგად არჩევს განსხვავებას დროებით კავშირსა და ღრმა სიყვარულს შორის. მას ცხოვრებაში ორჯერ ეწვევა სიყვარული: პირველად ახალგაზრდობაში და მეორედ, როცა მზად იქნება გულის კარის კვლავ გასახსნელად.

ტყუპები
როცა საქმე სიყვარულს ეხება, ის საკონდიტროში შესულ პატარა ბავშვს მიაგავს - ძლიერ აღიგზნება და ყველაფრის გასინჯვა სურს. და მხოლოდ შემდეგ მიხვდება, რომ სიყვარულმა დაწვა. მას ურჩევნია, თავის არჩევანში ცოტა დაკვირვებული იყოს. მით უფრო რომ ცხოვრებაში ოთხჯერ ეწვევა სიყვარული. როგორც კი „მოსწყინდება“, მაშინვე პარტნიორის შეცვლაზე იფიქრებს.

კირჩხიბი
კირჩხიბი მუდამ ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს. ამიტომაც ის ძალიან ხშირად ახდენს ზეწოლას პარტნიორზე, რათა მისი ნამდვილი გრძნობები შეიტყოს. გახსოვდეთ: სიყვარული მოდუნებასა და შინაურ განცდას უნდა იწვევდეს. სიყვარული ორჯერ გეწვევათ. ამასთანავე, გახსოვდეთ: როცა პირველი სიყვარული დასრულდება, ამაში საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულოთ... თქვენ ნამდვილ სიყვარულს იმსახურებთ, მაგრამ მის საპოვნელად ჯერ საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ.

ლომი
გართობა და მხიარულება გიყვართ. შესაძლოა, ქორწინებისა და შვილების ყოლისთვის მზად არ იყოთ, მაგრამ ნამდვილი სიყვარულის გჯერათ. ამასთანავე, ბევრ ადამიანთან შეხვედრაც გსურთ, მით უფრო, რომ ახალი შეგრძნებები მოგწონთ. ცხოვრებაში სიყვარული ორჯერ გეწვევათ. პირველი, სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება, სამაგიეროდ მეორე იქნება უფრო მწიფე - თქვენ ხომ უკვე გეცოდინებათ, რა გსურთ პარტნიორისგან.

ქალწული
სიყვარულის სიძნელე ყველაზე მეტად გესმით. იქნება როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები. თქვენ უკეთესის მოლოდინში კარგზე არასდროს იტყვით უარს. ცხოვრებაში სიყვარული ერთხელ გეწვევათ. თქვენ ურთიერთობაში რომანტიკული განწყობის შენარჩუნების დიდოსტატი ბრძანდებით, ამიტომ თქვენი სიყვარული არასდროს მოკვდება.

სასწორი
თქვენ დიდი გული გაქვთ, რომელშიც ბევრი სიყვარულია, მაგრამ კიდევ ბევრი აღმოჩენის გაკეთება მოგიწევთ, ვიდრე იმ ერთადერთს იპოვიდეთ. ცხოვრებაში შესაძლოა, სამჯერ აღმოჩნდეთ შეყვარებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულის ღირსი არ ხართ. ყოველ ჯერზე თქვენი სიყვარული უფრო მტკიცე იქნება - თქვენ ხომ წინა გამოცდილებით მოდიხართ.

მორიელი
თქვენ ძლიერი და ვნებიანი გულის პატრონი ბრძანდებით, მაგრამ მას კეტავთ და გასაღებს არავის აძლევთ. თქვენ სიყვარული გსურთ, მაგრამ პარტნიორის მიმართ ცინიზმს ავლენთ. სავარაუდოდ, ცხოვრებაში სამჯერ შეგიყვარდებათ. პირველ ჯერზე ღია გულს მსურველს გადასცემთ. მეორე ჯერზე გატეხილი გულით ეცდებით, დაამტკიცოთ, რომ სიყვარული კვლავ შეგიძლიათ. მესამე ჯერზე სიფრთხილეს გამოიჩენთ, თუმცა თავადვე მიხვდებით, როდის ენდოთ პარტნიორს.

მშვილდოსანი
თავის თავს არც კი უტყდებით იმ ფაქტში, რომ, როცა მდგომარეობა ძალიან სერიოზული გახდება, სიყვარულზე უარს იტყვით. როცა ცხოვრებას ერთ ადამიანთან დიდხანს იყოფთ, პანიკაში ვარდებით. თქვენ ოთხჯერ შეგიყვარდებათ და ყოველ ჯერზე სიყვარული უფრო
ღრმა და ინტენსიური იქნება. თქვენ გჭირდებათ სიყვარული და სიყვარულის დაკარგვა - მხოლოდ ამგვარად იზრდებით, როგორც პიროვნება.

თხის რქა
თქვენ არ წვრილმანდებით, ვინაიდან მხოლოდ საბოლოო შედეგი გაინტერესებთ. ამ შემთხვევაში შეგიყვარდებათ მხოლოდ ის, ვისთანაც საერთო მომავალს ხედავთ. როცა კი განვლილ ცხოვრებას უკან გადმოხედავთ, სიამაყეს იგრძნობთ. ვინაიდან თქვენ და თქვენმა პარტნიორმა გადალახეთ ყველა გაჭირვება და უთანხმოება და ერთად დარჩით.

მერწყული
თქვენ სიყვარული ადრეც გსურდათ, მაგრამ ვითარებები გაშინებდათ. ამიტომაც ორჯერ აღმოჩნდებით შეყვარებული. პირველად შესაძლოა, ვერც კი მიხვდეთ, რა გსურთ, მაგრამ რაღაც ახლის დასაწყისი აგაღელვებთ და იმავდროულად შიშს მოგგვრით. მეორედ შეყვარებისას უფრო დარწმუნებული იქნებით გრძნობებში და, შესაბამისად, ურთიერთობაც უფრო ხანგრძლივი გამოგივათ.

თევზები
თქვენ ოცნებობდით იმ დღეზე, როცა სიყვარულს იგრძნობდით. ამით აბსოლუტურ ბედნიერებას მიაღწევთ და ამიტომაც მოუთმენლობა გწვავთ. ცხოვრებაში სიყვარული ერთხელ გეწვევათ, მაგრამ ის ნათელი და არაჩვეულებრივი იქნება. შეგიძლიათ, არც იჩქაროთ, რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ არჩევანში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები