ბომონდური სამეგობრო წრეები - ცნობილი ქართველები, რომელთა მეგობრობამაც წლებს გაუძლო
ბომონდური სამეგობრო წრეები - ცნობილი ქართველები, რომელთა მეგობრობამაც წლებს გაუძლო
ამბობენ, რომ ჩემი მეგობარი ჩემი სიმდიდრეა, თუმცა ყველა მეგობარი ჩვენი სიმდიდრე ნამდვილად არ არის და ამას დროსთან ერთად ვხვდებით. ჩვენს ცხოვრებაში მეგობრები მიდიან და მოდიან, ისინი არიან ადამიანები, ვის გარეშეც ყოფნა ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა დროს ბევრი ვერ უძლებს... AMBEBI.GE ცნობილი სამეგობროებით დაინტერესდა. რომლებიც წლებია მეგობრობენ და ისინი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან.

ნანუკა ჟორჟოლიანს არაერთი ცნობილი მეგობარი ჰყავს. თუმცა წლების მეგობრობა ნინო შუბლაძესთან და დიკო ჯოჯუასთან აკავშირებს. ნანუკა ბოლო დროს ნინო შუბლაძესთან ერთად ყოფნას თითქმის ვეღარ ახერხებს, სამაგიეროდ ის და დიანა ჯოჯუა
ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან. ნანუკა და დიკო ყველგან ერთად მოგზაურობენ. სულ ცოტა ხნის წინ, ისინი იტალიიდან დაბრუნდნენ, სადაც მათე კირვალიძე, ლევან ყუბანეიშვილი და ნანუკას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძეც იმყოფებოდნენ.

...ბახვა ბრეგვაძეს
უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ბახვა სელებრითებს შოუ-ბიზნესში მოხვედრის შემდეგ დაუმეგობრდა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ის თბილისში ცნობილი ოჯახის შვილია და, ფაქტობრივად, ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა. ბახვას უამრავი ცნობილი მეგობარი ჰყავს, თუმცა განსაკუთრებული მეგობრობა აქვს ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინესთან, ლიკა ევგენიძესთან, ბახუტასთან და ვიკა კალანდიასთან. ისინი ბახვას ბავშვობის მეგობრები არიან.

ბავშვობის მეგობრები არიან უმშვენიერესი მანდილოსნები თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე, ანა კოშაძე და ლიკა კვარაცხელია. ისინი პოდიუმმა დააკავშირა. გოგონებმა მეგობრობა დაოჯახების შემდეგაც განაგრძეს. ახლა უკვე მათი ქმრებიც მეგობრობენ. ანა კოშაძე მათზე გაცილებით პატარაა, ის ლიკა კვარაცხელიას ძმის ცოლი და მეგობარიც არის. უმშვენიერესი მანდილოსნები დასასვენებლად და გასართობად ერთად დადიან.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები