13 ბიჭის დედა გოგონას გაჩენამდე გაჩერებას არ აპირებს, მამამ კი საფეხბურთო გუნდი შექმნა
13 ბიჭის დედა გოგონას გაჩენამდე გაჩერებას არ აპირებს, მამამ კი საფეხბურთო გუნდი შექმნა
ბრაზილიელი ფერმერი ირნეი კრუზი და მისი ცოლი ჯუსი სილვა 20 წლის წინათ დაქორწინდნენ. როცა ქალი პირველ შვილზე დაფეხმძიმდა, მეუღლეებმა მოილაპარაკეს, რომ ბიჭს სახელს მამა დაარქმევდა, ხოლო გოგონას - დედა. ჯერჯერობით, ჯუსის თავისი კანონიერი უფლების გამოყენების შესაძლებლობა არ მისცემია, რადგან მისი ცამეტივე შვილი ბიჭია.

„ბრაზილიურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს ბავშვობიდან ვაღმერთებ და აღმოვაჩინე, რომ ყველა ნამდვილი პროფესიონალის სახელი ან გვარი „რ“ ასოთი იწყება: რობერტო კარლოსი, რონალდინიო, რივალდო, რობინიო და ა.შ. გადავწყვიტე, ამ სპორტსმენების პატივსაცემად, ჩემი ბიჭებისთვის მათი სახელები დამერქმია. ჩემი ცამეტივე შვილის სახელი
„რ“ ასოთი იწყება: 18 წლის რობსონი, 17 წლის რაუნანი, 14 წლის რუბენსი, 13 წლის რივალდო, 12 წლის რუანი, 10 წლის რამონი, 9 წლის რინკონი, 7 წლის რიკელმე, 5 წლის რამირესი, 3 წლის რაილსონი, 2 წლის რაფაელი და ნაბოლარა რონალდუ“, - ამბობს ირნეი კრუზი, რომელიც მამობას და ფეხბურთის მწვრთნელობას ერთმანეთს უთავსებს.

...ირნეას უკვე ვარსკვლავების საფეხბურთო გუნდი ჰყავს. დასვენების დღეებში ის მეზობელი სოფლიდან ბიჭებს ეპატიჟება და საფეხბურთო მატჩებს მართავს.
„უბედნიერესი ვიქნები, თუ ჩემი შვილებიდან ერთი მაინც მოხვდება ბრაზილიის ნაკრებში. ყველა მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია. განსაკუთრებით, ჩემი თავდამსხმელები რაუნანი და რობსონი“, - ემოციებს ვერ მალავს მამა.

რაც შეეხება გოგონაზე მეოცნებე დედას, აუსრულებელი ოცნების მიუხედავად, ის მაინც ბედნიერია.
„მე ყოველდღიურად ვამზადებ სადილს ერთი კილოგრამი ბრინჯის, ერთი კილოგრამი ლობიოსა და უზარმაზარი შეკვრა მაკარონისგან. ზოგჯერ ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ მშიერი მაინც არავინ რჩება. ჩემი ბიჭები ძალიან დამჯერები და მოწესრიგებულები არიან და მე უბედნიერესი დედა ვარ“.
გოგონას გაჩენამდე ჯუსი გაჩერებას არ აპირებს და დარწმუნებულია, რომ ოდესმე მისი ოცნება ასრულდება.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები