დაბალი თვითშეფასების ადამიანის 6 პოსტი „ფეისბუკზე“
დაბალი თვითშეფასების ადამიანის 6 პოსტი  „ფეისბუკზე“
იდეები, ინტერესები, ფოტოები - ყველაფერი, რასაც სოცქსელში აქვეყნებთ, თქვენს პიროვნებაზე მეტყველებს...

1. საკუთარი ადგილსამყოფლის გაზიარება
გარშემომყოფების კეთილგანწყობის იმედი გაქვთ და ამიტომ გსურთ, ყველას გააგებინოთ, სად იმყოფებით და რომ საინტერესო და აქტიური ცხოვრება გაქვთ. საიდუმლოს გაგიმხელთ: ცოტა თუ ინტერესდება იმ ფაქტით, სად ისადილეთ ან რომელ კინოთეატრში იმყოფებოდით. გარდა ამისა, შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვეყანა დატოვეთ, ქურდების ყურადღებას მიიზიდავს.
...

2. ფოტოები სატრენაჟორო დარბაზიდან
გსურთ, ადამიანებმა გაიგონ თქვენი მიმზიდველობის საიდუმლო და სპორტული ცხოვრების დეტალები. შეამოწმეთ, მათ, ვისაც სინამდვილეში მოსწონხართ, თქვენი მიმზიდველობის დამტკიცება არ სჭირდებათ.


3. საკვების ფოტოები
არსებობენ ფუდ-ბლოგერები,
რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერი კერძი წარმოუდგენლად მადისაღმძვრელად გადაიღონ, მაგრამ ადამიანების უმეტესობას ამის გაკეთება არ შეუძლია, ამიტომ, რთულია გააკვირვოთ ფინჯანი ყავით ან ნაჭერი ტორტით თქვენი სოცქსელის მეგობრები. არსებობს სხვა ვარიანტიც: გსურთ, გააგებინოთ ყველას, რომ კარგ დაწესებულებაში სადილობთ.


4. მეგობრებში უამრავ ადამიანს იმატებთ
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად დაუფიქრებლად იმატებენ მეგობრებს სოციალურ ქსელებში. იცოდით, რომ ეს თქვენს თავდაუჯერებლობაზე მეტყველებს?


5. საჩუქრებისა და საყიდლების ფოტოები
საჩუქრების მიღება ყველას უყვარს, მაგრამ არ ღირს, ამის შესახებ სამყაროს გააგებინოთ. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სხვებისთვის თავის მოწონებას ცდილობთ. თან, გსურთ დაანახოთ სხვებს, რომ ვიღაცისთვის ძვირფასი ხართ, თქვენზე ზრუნავენ და უყვარხართ.


6. მუდმივად გრძნობებსა და განწყობაზე საუბარი
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საჯაროდ ხშირად საუბრობენ საკუთარ ემოციებსა თუ გრძნობებზე, გაუცნობიერებლად გამოხატავენ, რამდენად აკლიათ ნამდვილი ურთიერთობები და გრძნობები რეალურ ცხოვრებაში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები