"დედა არ მინდა სიკვდილი" რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში კემეროვოს ხანძრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა რამაც მთელი რუსეთი აატირა (ვიდეო)
"დედა არ მინდა სიკვდილი" რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში კემეროვოს ხანძრის აუდიო ჩანაწერი გავრცელდა რამაც  მთელი რუსეთი  აატირა  (ვიდეო)
სოციალურ ქსელში კემეროვოს სავაჭრო ცენტრ „ზიმნაია ვიშნიას“ ხანძრის ღამეს 112-ში შესული ზარების აუდიოჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერი Telegram-ის Mash-ის არხზე განთავსდა.

...აუდიოჩანაწერში 112-ში განხორციელებული იმ ადამიანების ზარებია, რომლებიც ხანძარს ვერ გადაურჩნენ.

გარდა ამისა, ჩანაწერში დაღუპულების ნათესავებისა და გამვლელების ზარებია ასახული.

ზარების ფონზე ბავშების ტირილის ხმა ისმის:“დედა, არ მინდა სიკვდილი. დედა, გთხოვ“.

ამასთან, 112-ის ოპერატორები საპასუხოდ ადამიანებს ეუხეშებიან და უყვირიან: “მე რა გავაკეთო? მუშაობაში მიშლით ხელს!“.

ადამიანები, რომლებიც 112-ში რეკავენ ცდილობენ აუხსნან ოპერატორებს, რომ ხალხი ფანჯრებიდან ხტება, ირგვლივ ყველაფერი იწვის, საპასუხოდ კი რჩევას იღებენ: „დაელოდეთ მაშველებს!“.

ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა, რომლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვია.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები