რუსეთის მკაცრი რეჟიმის ციხე "შავი დელფინი" – ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე! (ვიდეო)
რუსეთის  მკაცრი  რეჟიმის  ციხე  "შავი  დელფინი" – ნამდვილი  ჯოჯოხეთი  დედამიწაზე!  (ვიდეო)
National Geographic-ის გადაცემათა ციკლი მოგვითხრობს ყაზახეთის საზღვრის მახლობლად მდებარე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეზე. "შავი დელფინი" - ციხე, საიდანაც არასდროს არავინ გაქცეულა და სადაც ამჟამად რუსეთის 700 ყველაზე სასტიკი დამნაშავე იხდის სამუდამო პატიმრობის სასჯელს. საერთო ჯამში, მათ 3 500
ადამიანი მოკლეს, რაც თითოეულზე საშუალოდ ხუთ მკვლელობას გულისხმობს.

ციხეში სასჯელს იხდიან ყველაზე სასტიკი მკვლელები, კანიბალები, მანიაკები, პედოფილები და ტერორისტები. "მე მათ ადამიანებს ვერ ვუწოდებ. მათ მიმართ არასდროს არანაირი სიბრალული არ გამჩენია", - აცხადებს ციხის უფროსი ლეიტენანტი დენის ავსიუკი.

...ნიკოლაი ასტანკოს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ოჯახის ამოხოცვისა და მათი გვამების ტყეში დაწვის გამო. "თუ მუდმივად იფიქრებ აქ ყოფნაზე და იმაზე, თუ რა გელოდება, დიდხანს ვერ გაძლებ. ყოველთვის კამერით გაფიქსირებენ, მორიგე ყოველ 15 წუთში გამოწმებს. როდესაც სასეირნოდ გვიშვებენ, ძაღლი, უფროსი ოფიცერი და რამდენიმე თანამშრომელი მოგვყვება. აქ მარტო არასდროს გტოვებენ", - აცხადებს პატიმარი.

აქ მოხვედრილებს ცა არასოდეს უნახავთ: პატიმრებს ციხის რამდენიმე თანამშრომელი თვალახვეულს, თავდახრილსა და ბორკილდადებულს ასეირნებს.

"ეს ციხე საბოლოო დანიშნულებაა. ამის იქით ვერსად წახვალ. "შავი დელფინიდან" წასვლის ერთადერთი გზა სასაფლაოა", - ამბობს დენის ავსიუკი.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები