ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცხოვრონ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც ერთად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცხოვრონ
ასტროლოგია ადამიანის თავისებურებებს შეისწავლის, რომელსაც თავის მხრივ პლანეტათა გავლენა აყალიბებს ნებისმიერ ჩვენგანში. ამიტომაც არის, რომ ადამიანები განსხვავებულები ვართ, ხშირად ისეთი განსხვავებულები როგორც ცა და დედამიწა. ჰოდა, დღეს ზუსტად იმას მოგიყვებით ასე ცა და დედამიწასავით განსხვავებულმა რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა არ უნდა იცხოვრონ არავითარ შემთხვევაში ერთად.

ლომი და კურო
მართალია, ლომი მოსიყვარულე და გულუხვია ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც მას უყვარს, მაგრამ კურო, რომელიც თანდაყოლილი სიფრთხილით გამოირჩევა ფინანსების მიმართ ვერასოდეს აიტანს ლომისთვის დამახასიათებელ ჩვევას - ფული უმისამართოდ გაატანოს ქარს. თუნდაც
მისთვის ძალიან საყვარელი ადამიანების მიზეზით.
...
ვერძი და კირჩხიბი
ამბიციური, ხისტი ვერძი მიჩვეულია, რომ ყოველთვის თავად უნდა გაიკვალოს ცხოვრებაში გზა და არასოდეს, გესმით? არასოდეს იწუწუნოს ცხოვრებაზე სხვასთან. და რას აკეთებს ამ დროს კირჩხიბი? ნებისმიერი ცხოვრებისეული უკუღმართობისას აუცილებლად მიდის ვერძთან საქვითინოდ და მხარზე თავის ჩამოსადებად. რაც ამ უკანასკნელს უბრალოდ აცოფებს.

მერწყული და ქალწული
ლოგიკური აზროვნების მოყვარული, მოწესრიგებული ქალწული მუდმივად ცდილობს მისი ცხოვრება არასოდეს გასცდეს დაგეგმილ საზღვრებს. მაშინ როცა მერწყული არასოდეს ცხოვრობს აწმყოში, სავარაუდოდ შორეულ მომავალშია ყოველ ჯერზე საჭირო მისი ძებნა. რაღა თქმა უნდა, რეალისტ ქალწულს შოკში აგდებს მერწყულის ასეთი არაპროგნოზირებადობა და რეალობისგან მოწყვეტა.

თხის რქა და სასწორი
სასწორი ბაასისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მოყვარული ნიშანია, მაშინ როცა ტიპური თხის რქა დღეების მანძილზე არჩევს დუმილს, ვინმესთან უმიზნოდ სიტყვების მარაგის ხარჯვას. თხის რქას არ ესმის სიტყვა "ჭორაობის" დეფინიცია, სასწორი კი აღმერთებს ხანგრძლივ საუბრებს.

თევზები და ტყუპი
ემოციური და გულსათუთი თევზები, ყოველთვის მზადაა სიტყვის უთქმელად გაუგოს ახლობელ ადამიანებს. მაშინ როცა მოუსვენარი და ზედაპირული ტყუპი, იშვიათად ამჩნევს იმ მოვლენებსაც კი რაც მის ცხვირწინ ხდება. ამ ორის ცხოვრება შეიძლება იყოს თავისებური "მარტოობა წყვილში".
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები