"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე
"თუ რუსეთს მოუნდება საპასუხო ნაბიჯის განხორციელება ვინმეს წინააღმდეგ, შეიძლება ეს საქართველო აღმოჩნდეს" - ქართველი ექსპერტები სირიის მოვლენებზე
სირიაში მიმდინარე პროცესებს ზეგავლენა საქართველოს მომავალზე მართლაც ექნება, იმედი ვიქონიოთ, რომ დადებითი იქნება ეს ზეგავლენა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე დარტყმა არის დასჯა იმისთვის, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სისტემატურად იყენებს ქიმიურ იარაღს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

...„ამავე დროს, ეს არის არა მხოლოდ დასჯა, არამედ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სადაც მზადდება ეს იარაღი. თუმცა ხაზს უსვამენ იმას, რომ ოპერაცია ისეა
დაგეგმილი, რომ არ მოხდეს მსხვერპლი არც მშვიდობიან მოსახლეობაში და არ შეეხონ რუსეთისა და ირანის შეარაღებულ ძალებს, რომელიც სირიაშია განლაგებული.

ამ დარტყმის გამო რუსეთს უარყოფითი პოზიცია ექნება, რადგან ბაშარ ასადი მისი მოკავშირეა და სწორედ მისი რეჟიმის დასაცავად შევიდა რუსეთი სირიაში თავისი სამხედრო ძალებით. ტრამპმა პირდაპირ მიმართა რუსეთს, რომ არ ეკადრება არც ერთ ნორმალურ ქვეყანას ისეთი დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა, როგორიც არის სირიის რეჟიმი“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუ სირიაში ყველაზე დრამატული სცენარი განვითარდა და მოხდა დაპირისპირება დასავლეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, ამან შეიძლება რუსეთს გაუხსნას ხელი და დასავლეთის ყველა პარტნიორის, პირველ რიგში, კი სუსტი თავდაცვისუნარიანობის მქონე ქვეყნების წინააღმდეგ იმოქმედოს.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები