ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი
ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი
ეს დიეტა სასწაულებს ახდენს. კვების ამგვარი სისტემის დახმარებით შესაძლებელია ორ კვირაში 6 კილოგრამის დაკლება - თანაც კვების შეუზღუდავად!

დიეტის იდეა: ჭამამდე აუცილებლად დალიეთ ორი ჭიქა ჩვეულებრივი წყალი. ზუსტად ორი - არც მეტი, არც ნაკლები. 15-20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ, მშვი
დად მიირთვათ საკვები. და კიდევ, არ დაგავიწყდეთ მეორე წესი: ჭამის შემდეგ ორი საათი მკაცრად გეკრძალებათ არა მხოლოდ წყლის, არამედ ნებისმიერი სითხის მიღება.

...როგორც კი ჭამიდან ორი საათი გავა, თამამად შეგიძლიათ, მიირთვათ ყავა ან ჩაი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ყავასთან ან ჩაისთან ერთად ცხიმიანი და კალორიული არაფერი მიიღოთ.

იმისთვის, რომ წყლის დალევა გააკონტროლოთ, მიჰყევით კვების რაციონის მარტივ სქემას.

საუზმე: 2 ჭიქა წყალი.
ისაუზმეთ, რაც გნებავთ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჭამის დროს და ჭამიდან ორი საათის განმავლობაში სითხეს აღარ იღებთ.

სადილი: 2 ჭიქა წყალი.
მიირთვით ნებისმიერი კერძი. აქაც, გახსოვდეთ, რომ სადილის დროს და სადილის მიღებიდან ორი საათის მანძილზე სითხე არ მიიღოთ.

ვახშამი: 2 ჭიქა წყალი.
ვახშამიც, შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გინდაც. მთავარი წესი კი აუცილებლად გაითვალისწინეთ: ჭამის დროს და ჭამის შემდეგ ორი საათი არ დალიოთ წყალი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები