"ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ჰყავს" - ყოფილი შვეიცარი ამტკიცებს, რომ ინფორმაციისთვის მას დიდი თანხა გადაუხადეს
"ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ჰყავს" - ყოფილი შვეიცარი ამტკიცებს, რომ ინფორმაციისთვის მას დიდი თანხა გადაუხადეს
დონალდ ტრამპს მოსამსახურისგან შვილი ეყოლა, ამის შესახებ განაცხადა მამაკაცმა, რომელიც ტრამპის რეზიდენციაში შვეიცარად მუშაობდა. „დეილი მეილი“ წერს, რომ მამაკაცს ინფორმაციისთვის გამოცემამ National Enquirer 30 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა 2016 წელს, თუმცა ამბის შესახებ არასოდეს დაუწერია.

მას შემდეგ, რაც თანხის გადახდის შესახებ გამოცემებმა „ესოშიეითიდ პრესმა“ და „ნიუ იორკერმა“ დაწერეს, 46 წლის დინო საჯუდინი „სიენენის“ ეთერში გამოჩნდა. მისი თქმით, კომპანიამ American Media Inc (AMI), რომელიც ჟურნალის National Enquirer გამომცემელია, ექსკლუზიური ინფორმაციისთვის მას 30 ათასი დოლარი გადაუხადა. იმ შემთხვევაში კი, თუ ტრამპის სასიყვარულო ისტორიისა და და შვილის შესახებ სხვა გამოცემებსაც უამბობდა, 1 მლნ დოლარის ჯარიმა დაუწესა.
ინფორმაციამ გადახდილი თანხის შესახებ მედიაში მაინც გაჟონა. ქალის ვინაობა არ სახელდება, თუმცა მან „ესოშიეიტიდ პრესთან“ განაცხადა, რომ ტრამპთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები